ახალქალაქის №1 და №5 საჯარო სკოლების მეცხრე და მეათე კლასების მოსწავლეები 2012 წლის 6 და 8 დეკემბერს ესტუმრნენ ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს. მათ დაათვალიერეს სასამართლოს შენობა, მათ შორის სხდომის დარბაზები, გაეცნენ სასამართლოს თანამშრომლების მუშაობას. მოსწავლეებმა შეკითხვები დაუსვეს სასამართლოს თავმჯდომარე არარატ ესოიანს და მიიღეს პასუხები თავიანთ შეკითხვებზე.
შეხვედრის ბოლოს მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები იყვნენ და გამოთქვეს სურვილი, რომ მომავალში თვითონ ჩაატარონ იმიტირებული სასამართლო პროცესი. |