Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან

23-02-2016
შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის და სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლების მოსწავლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ”პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის ახალქალაქის ცენტრის” ორგანიზებით მიმდინარე წლის 23 თებერვალს ესტუმრნენ ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა, გაეცნენ სასამართლოს მანდატურის სამსახურის და სასამართლოს კანცელარიის საქმიანობას. მათ ასევე მოინახულეს სასამართლო სხდომის დარბაზი. სასამართლოს მენეჯერმა მოსწავლეებს მათთვის საინტერესო სამართლებრივ თემებზე ესაუბრა და დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია