Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან

08-06-2016
შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ”პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის ახალქალაქის ცენტრის” ორგანიზებით მიმდინარე წლის 7 ივნისს ახალქალაქის #3  საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს. 

მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა, მათ შორის სასამართლო სხდომის დარბაზები.  

სასამართლოს მენეჯერმა მოსწავლეებს მათთვის საინტერესო სამართლებრივ თემებზე ესაუბრა და დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

მოსწავლეები ასევე დაესწრნენ სამოქალაქო საქმის განხილვას.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია