Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

01-05-2018
ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

 

ახალქალაქის რაიონულმა  სასამართლომ ქ. ახალქალაქის #4 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა. მოსწავლეები დაესწრნენ სასამართლო სხდომას. სასამართლო სხდომის დამთავრების შემდეგ მოსწავლეებს შეხვდა სასამართლოს თავმჯდომარე არარატ ესოიანი და მათ მიერ დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხი გასცა.  

შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა სამახსოვროდ სასამართლოს შენობაში გადაიღეს სურათები. ისინი კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს თანამშრომლებით, გაწეული დახმარებით და ამგვარი ღონისძიების ხშირად ჩატარების სურვილი გამოთქვეს. ახალქალაქის რაიონული სასამართლო მომავალშიც მზადაა მსგავსი შეხვედრების ჩასატარებლად. 

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია