Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

11-05-2018
ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდების საქმეზე აზერბაიჯანის მოქალაქეებს ე.ს.-ოვს და . .-ოვს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა

საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის 7 მაისს  ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ავტომანქანით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანეს პრეპარატ „სუბოქსინ-ის“ 1400 ცალი აბი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ ნივთიერება „ბუპრენორფინ-ს“, საერთო წონით 11,1992 გრამი.

ღია სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულების მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება ვერ იქნება შემაკავებელი, პროპორციული ზომა აღკვეთის ღონისძიების მიზნების მისაღწევად. განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებ 15-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, სასამართლოს განჩინების თანახმად, არსებობს ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და გამოძიებისათვის ხელის შეშლის საფრთხეები.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია