Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

16-07-2018
ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

 

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა ბრალდებული გ.გ.-ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის  ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

წარდგენილი ბრალის თანახმად, გ.გ.-ს ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე დადასტურება ვერ ჰპოვა გამოძიებით დადგენილად მიჩნეულმა გარემოებამ იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა გ.გ.-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა და მუქარა. 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, გ.გ.-ს ბრალდების დამადასტურებელ პირდაპირ მტკიცებულებად წარმოდგენილია დაზარალებულ მეუღლის ე.გ-ს და მოწმეების არასრულწლოვანი შვილების ნ. გ.-ს და რ.გ-ს ჩვენებები, ხოლო ამ უკანასკნელებმა კი, სასამართლო სხდომაზე არ მისცეს  ჩვენება ბრალდებულის წინააღმდეგ (ისარგებლეს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებით). ხოლო დანარჩენი მტკიცებულებები წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებებს და მათ შორის არ იკვეთება შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

შესაბამისად სასამართლომ გ.გ.-ს მიმართ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის არასაკმარისად მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ამიტომ გ.გ.-ს მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია