Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

12-04-2019
ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა ბრალდებული ა.ბ.-ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის  ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის  ,,ი“ და ,,კ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. 

წარდგენილი ბრალის თანახმად, ა.ბ.-ს ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ასევე ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის; არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე დადასტურება ვერ ჰპოვა გამოძიებით დადგენილად მიჩნეულმა გარემოებამ იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა ა.ბ.-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა ან სხვაგვარი  ძალადობა. 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. 

შესაბამისად სასამართლომ ა.ბ.-ს მიმართ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის არასაკმარისად მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ამიტომ ა.ბ.-ს მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია