Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 იანვრის განჩინება სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო ბრალმდებლის - პროკურორისა და ბრალდებულის ადვოკატების აცილების შესახებ

30-01-2016
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 იანვრის განჩინება სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო ბრალმდებლის - პროკურორისა და ბრალდებულის ადვოკატების აცილების შესახებ

2016 წლის 29 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამარლე დავით მამისეიშვილის გადაწყვეტილებით კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის წარმოებიდან აცილებულნი იქნენ სახელმწიფო ბრალმდებელი - პროკურორი და ბრალდებულის ადვოკატები შემდეგი საფუძვლით:

 

წარმოდგენილი მასალების თანახმად, როგორც ბრალდების ისე დაცვის მხარის შესაძლო მტკიცებულებათა ნუსხაში მითითებულნი არიან არასრულწლოვნები, როგორც მოწმის სახით დასაკითხი პირები.

  

საქართველოს კანონის "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"-ის (ვებგვერდი, 24/06/2015; სარეგისტრაციო კოდი 080060000.05.001.017792) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი გამოიყენება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობისას.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესია – არასრულწლოვნის მონაწილეობით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ან სისხლის სამართლის საქმის წარმოება, ხოლო მე-6 ნაწილის მიხედვით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის მწარმოებელი პირი/პროცესის მონაწილე პირია – მოსამართლე, გამომძიებელი, პროკურორი, პოლიციელი, ადვოკატი, სოციალური მუშაკი, მედიატორი, პრობაციის ოფიცერი, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების პერსონალი, შესაბამისი პატიმრობის დაწესებულების პერსონალი, რომელიც მონაწილეობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში და რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური მომზადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში.

 

ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, არასრულწლოვნის საქმეს აწარმოებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატი, რომელიც ვალდებულია კანონით გათვალისწინებულ სხვა საბუთებთან ერთად წარმოადგინოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში მისი სპეციალიზაციის დამადასტურებელი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ დამტკიცებული ფორმის დოკუმენტი. იურიდიული დახმარების სამსახურში ფუნქციონირებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში არასრულწლოვანს პირველი მოთხოვნისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს იურიდიული დახმარებით.

 

დასახელებული კანონი ამოქმედდა 2016 წლის 01 იანვარს და მისი მთავარი პრინციპი  პირველ რიგში, ეს არის ბავშვის საუკეთესო ინტერესზე დაფუძნებული  ინდივიდუალური  მიდგომა. ეს იმას ნიშნავს, რომ მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრილ ყველა ბავშვს უნდა მოეპყრან თავისი საჭიროებისდა მიხედვით. პირველ რიგში, ეს საჭიროებები უნდა იყოს კარგად შესწავლილი ნებისმიერ ეტაპზე და კანონით სავალდებულო გახდა პროფესიონალთა სპეციალიზაცია, რაც კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმობს პროკურორის და ადვოკატის, როგორც ბრალდების და დაცვის მხარის ვალდებულებას ჰქონდეთ სპეციალური მომზადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ხსენებული კოდექსი მართლმსაჯულების ახალ სტანდარტებსა და ნორმებს ამკვიდრებს, არამხოლოდ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების, არამედ დაზარალებული და მოწმე არასრულწლოვნების მიმართაც. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესისთვის პრიორიტეტის მინიჭებას, სპეციალიზებული მოსამართლეების, ადვოკატების და პროკურორების მომზადებას ითვალისწინებს.

 

მითითებული კოდექსის მიხედვით შეიქმნა სპეციალიზირებული ინსტიტუტები, რომლებიც არასრულწლოვანთა საქმეებზე მუშაობენ, მაგალითად სპეციალიზირებული პროკურორები, პოლიციელები, ადვოკატები და ა.შ.

 

ხსენებული კოდექსის მოთხოვნების ეფექტური იმპლემენტაცია დაკავშირებულია სწორედ სპეციალიზირებული ინსტიტუტების დროულად მომზადებასა და მათ ეფექტურ მუშაობასთან.

 

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ როგორც ადვოკატთა ასოციაციის ისე პროკურატურის ორგანოების ძალისხმევით დროულად ჩამოყალიბდა ახალ მოდელზე გადასვლის სტრატეგია და 2015 წელს სისტემატიურად მიმდინარეობდა და ამჟამადაც მიმდინარეობს შესაბამისი მომზადების კურსები, როგორც პროკურორების ისე ადვოკატების.

 

ხსენებული კანონის მიღება და მისი ამოქმედება მიზნად არა მხოლოდ სამართლებრივ საკითხებზე მხარეთა გადამზადებას ითვალისწინებს, არამედ მისი ძირითადი იდეა და არსი დამყარებულია არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკასა და მასთან დაკავშირებულ ყველა იმ საკითხზე, რაც პირს აღჭურავს  იმ უნარ-ჩვევებით, რაც სავალდებულია მართლმსაჯულების განხორციელებისას დაზარალებულ ან/და მოწმე  ბავშვებთან ურთიერთობებში, აღნიშნული კი ურთიერგადაჯაჭვულ სისტემას წარმოადგენს, რომლის ელემენტები ერთმანეთს ემყარება და ერთმანეთის საფუძველს ქმნის.

 

განსახილველ შემთხვევაში კი ნათელია, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო ბრალმდებელს და ადვოკატებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალური მომზადების კურსები გავლილი არ აქვთ, შესაბამისად მათი მონაწილეობა კონკრეტულ სისხლის სამართლის პროცესში მითითებული მომზადების გარეშე კანონსაწინააღმდეგოა და ისინი აცილებულ იქნენ.

 

ვინაიდან სასამართლომ აცილება მისცა ადვოკატებს და ბრალდებული პრაქტიკულად სამართლებრივი დახმარების გარეშე დარჩა, სასამართლომ მიზნაშეწონლად მიიჩნია, ხელშეკრულებით სერტიფიცირებული ადვოკატის აყვანამდე და თუნდაც შემდგომ ეტაპზე მას დაენიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, რაც ერთის მხრივ უზრუნველყოფს ბრალდებულს სამართლიანი სასამართლოს უფლებით, ხოლო მეორეს მხრივ დაცული იქნება "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"-ის სავალდებულო მოთხოვნები.

 

 

 
მიმაგრებული ფაილი
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია