Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სკოლის მოსწავლეები სტუმრად ცაგერის რაიონულ სასამართლოში

22-12-2015
სკოლის მოსწავლეები სტუმრად ცაგერის რაიონულ  სასამართლოში

2015 წლის 21  დეკემბერს ცაგერის რაიონულ სასამართლოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის პროგრამის ”პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა” ფარგლებში, ქ. ცაგერის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ.  სტუმრებმა სასამართლოს შენობა და სხდომის დარბაზები დაათვალიერეს,  

 შენობის დათვალიერების შემდეგ, მოსწავლეები შეხვდნენ ცაგერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს  როინ კახიძეს და სასამართლოს მენეჯერს,  შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ისაუბრეს მათთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე,  სამოსამართლეო საქმიანობისა და სასამართლოში საქმისწარმოების წესის თაობაზე.

 

 

 ცაგერის რაიონული  სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მომავალი თაობის სამართლებრივი კულტურის განვითარებას და მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას.

 
მიმაგრებული ფაილი
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია