Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

iusticiis umaRlesi sabWos da sasamarTlo sistemaSi staJirebis gavlis wesi

უსტიციის უმაღლესი საბჭოს N1/28-2006 გადაწყვეტილება, 2006 წლის 10 მარტი

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1.

1. 
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს რაიონულ (საქალაქოდა სააპელაციო სასამართლოებში (შემდგომში - სასამართლოსტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.
2. 
ამ წესით გათვალისწინებული დებულებები გამოიყენება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში (შემდგომში - საბჭოსტაჟირების გავლის შემთხვევაში.

მუხლი 2.

მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისმათი პროფესიული განვითარებისპრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნითსაბჭო და სასამართლო ახალგაზრდა სპეციალისტებს უქმნის დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.

მუხლი 3.

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
სტაჟირება - სასამართლოს აპარატში (სტრუქტურულ ერთეულშიამ წესით რეგულირებადიანაზღაურების გარეშე საქმიანობა;
სტაჟიორი - პირირომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას;
)კანდიდატი - პირირომელსაც ამ წესის შესაბამისად წარდგენილი აქვს განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ.

თავი II. სტაჟიორის სტატუსი

მუხლი 4.

1. 
სტაჟიორად შეიძლება დაინიშნოს:
უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირირომელსაც მინიჭებული აქვს იურისტის კვალიფიკაცია;
დამამთავრებელი ან დამამთავრებელის წინა კურსის სტუდენტი.
2. 
სტაჟიორიროგორც წესიმიიღება გასაუბრების საფუძველზესტაჟიორთა მიღება შეიძლება განხორციელდეს ასევე კონკურსის წესითაც.

მუხლი 5.

1. 
კანდიდატთან გასაუბრებას ატარებს სტაჟირების კომისია (შემდგომში - კომისია).
2. 
კომისია კანდიდატებიდან არჩევს საუკეთესო მონაცემებისა და შედეგების მქონე პირებს და ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის მიზანშეწონილობის თაობაზეთანაბარი ხმების შემთხვევაშიგადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კომისიის თავმჯდომარის ხმას.
3. 
სასამართლოში კანდიდატის დანიშვნას ახორციელებს სასამართლოს თავმჯდომარე კომისიასთან შეთანხმებითხოლო საბჭოში სტაჟირების გავლის შემთხვევაში - საბჭოს მდივანი.

მუხლი 6. 

1. 
სასამართლოში სტაჟირების გავლის თაობაზე განაცხადის წარდგენისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.
2. 
საბჭოში სტაჟირების გავლის შემთხვევაში განაცხადი წარედგინება საბჭოს საკადრო საკითხთა და საქმისწარმოების დეპარტამენტს.

მუხლი 7.

1. 
სტაჟირების ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 6 თვით.
2. 
განსაკუთრებულ შემთხვევაში სტაჟირების ვადა დამატებით შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 6 თვითგადაწყვეტილებას სტაჟირების ვადის გაგრძელების თაობაზე იღებს სასამართლოს თავმჯდომარე კომისიასთან შეთანხმებით
3. 
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების სერტიფიკატი.

მუხლი 8.

სტაჟიორთა რაოდენობაროგორც წესისასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს შტატით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა საერთო რაოდენობის 1/3-.

მუხლი 9. 

1. 
სტაჟიორის სასამართლოში მიღებისას იხსნება მისი პირადი საქმე.
2. 
სტაჟიორის პირადი საქმის წარმოება და მისი შემდგომი კონტროლი ევალება სასამართლოს იმ სტრუქტურულ ერთეულსრომლის კომპეტენციაშიც შედის საკადრო საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გაფორმება.


თავი III. სტაჟიორის უფლებები და მოვალეობები

მუხლი 10.

1.
სტაჟიორს უფლება აქვს:
სასამართლოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ნებართვით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკითელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებსდაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სასამართლოს ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში;
გაეცნოს სასამართლოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობის სპეციფიკასიმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენასრომლებიც მოცემულ სფეროს განეკუთვნება და მიღებული ცოდნა გამოიყენოს დაკისრებული შესრულებისას.
2. 
სტაჟიორი შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებით და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით ასრულებს კონკრეტულცალკეულ დავალებებსრომელიც შეიძლება ეხებოდეს სასამართლოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ზოგადად სასამართლოს საქმიანობის საკითხებს.

მუხლი 11.

1. 
სტაჟიორს უფლება აქვს დააყენოს წინადადება კომისიის თავმჯდომარის წინაშე იმავე სასამართლოს სხვა სტრუქტურულ ერთეულში ან სხვა სასამართლოში გადაყვანის შესახებ.
2. 
კომისიის თავმჯდომარე სტაჟიორის მოსწრებისა და ცოდნის დონისაგრეთვე სასამართლოს შესაბამისი სტუქრურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზეუფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის გადაყვანის შესახებ.

მუხლი 12

1. 
სტაჟიორი მოვალეა:
გაეცნოს საერთო სასამართლოების მარეგლამენტირებელ კანონმდებლობას და მასზე დაკისრებული დავალებების შესრულებისას იხელმძღვანელოს შესაბამისი სამართებრივი აქტებით.
დადგენილ ვადებში შეასრულოს სასამართლოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ყველა დავალება.
2. 
სტაჟიორი ვალდებულია სტაჟირების პერიოდში სასამართლოს თავმჯდომარის ან შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითების შემთხვევაში აწარმოოს პირადი მოსწრების დღიური და მასში ასახოს ჩატარებული სამუშაოები თემატიკის ჩვენებით.

მუხლი 13.

1. 
სტაჟიორი ვალდებულია სასამართლოში გამოცხადდეს და იმყოფებოდეს სასამართლოს შინაგანაწესით გათვალისწინებულ მოხელეთა სამსახურში გამოცხადებისა და ყოფნის დროისათვის.
2. 
დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სტაჟიორისათვის სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება განისაზღვროს სასამართლოში გამოცხადებისა და ყოფნის განსხვავებული რეჟიმი
3. 
ხელწერილი ამ წესისა და სასამართლოს შინაგანაწესის გაცნობის შესახებ თან ერთვის სტაჟიორის პირად საქმეს.


თავი IV. სასამართლოს მოვალეობები

მუხლი 14.

სასამართლოს ადმინისტრაცია სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევების პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.

მუხლი 15.

1. 
სტაჟირების უშუალო ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ პირადი მოსწრების დღიურის წარმოებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იგი სტაჟიორს პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკასაძლევს დავალებებს და შესაბამისად აკონტროლებს მათ შესრულებას
2. 
სტაჟირების უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს მიმართულება და საჭიროების შემთხვევაში განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადამიაწოდოს აღნიშულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია.

მუხლი 16.

სტაჟირების უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია სასამართლოს თავმჯდომარეს სისტემატურად ან წინასწარ დადგენილ ვადაში ჩააბაროს ანგარიში სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ.


თავი V. სტაჟირების კომისია

მუხლი 17.

1. 
სტაჟიორების შერჩევის მიზნით იქმნება შესაბამისი სასამართლოს სტაჟირების კომისია.
2. 
სტაჟირების კომისიაროგორც წესიშედგება კომისიის თავმჯდომარისა და 6 წევრისაგან.
3. 
კომისიის თავმჯდომარეს საბჭოს მდივნის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საბჭოკომისიის წევრებს საბჭოს მდივანთან შეთნხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს კომისიის თავმჯდომარე.
4. 
კომისიის თავმჯდომარესაჭიროების შემთხვევაშიუფლებამოსილია კომისიის სხდომაზე მოიწვიოს შესაბამისი საამართლოს თავმჯდომარე.
5. 
საბჭოს სტაჟირების კომისია იქმნება ამ მუხლით დადგენილი წესით.

მუხლი 18. 

1. 
კომისიაროგორც წესიგასაუბრებას აწყობს წელიწადში ორჯერ.
2. 
გადაწყვეტილებას გასაუბრების გადადების შესახებ იღებს კომისიის თავმჯდომარე საბჭოს მდივანთან შეთანხმებით.
3. 
კომისიის გადაწყვეტილებით გასაუბრებასთან ერთად შეიძლება ჩატარდეს ტესტირებაც.


თავი VI. სტაჟირების გავლის სხვა პირობები

მუხლი 19.

1. 
სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია:
სტაჟირების პერიოდში სასამართლოში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში გამოუცხადებლობა ან დაგვიანებით გამოცხადება;
დავალების შეუსრულებლობა;
სასამართლოსათვის ქონებრივი ზიანის მიყენება;
საზოგადოებრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და სასამართლოს დისკრედიტიზაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი;
პირადი განცხადება
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საფუძვლები.
2. 
სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლოს თავმჯდომარე კომისიასთან შეთანხმებით.

მუხლი 20.

საბჭოსა და საერთო სასამართლოებში ამ წესის შესაბამისად სტაჟირების გავლას საერთო კოორდინაციას უწევს საბჭოს საკადრო საკითხთა და საქმის წარმოების დეპარტამენტიდეპარტამენტი ვალდებულია სტაჟირების საკითხებზე 6 თვეში ერთხელ იმფორმაცია მიაწოდოს საბჭოს მდივანსა და კომისიის თავმჯდომარეს.

 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია