Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

statistika

2014 ყოველწლიური ანგარიშები საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ

05-02-2016

 

 

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად

საჯარო  ინფორმაციის გაცემის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ცაგერის  რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, ცაგერის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ა. შ.

 

2014 წლის განმავლობაში ცაგერის  რაიონულ სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 8(რვა) განცხადება შემოვიდა, მათ შორის: ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტიდან 1(ერთი),   სახელმწიფო დაწესებულებებიდან      4(ოთხი)განცხადება, მოქალაქეთაგან - 3(სამი) განცხადება.

შემოსული განცხადებებიდან  ყველა  მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად.     

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ყველა განცხადებაზე პასუხების გაცემა მოხდა წერილობითი სახით.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემას ახდენდ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე – სასამართლოს მენეჯერი. 

 

მიმდინარე წელს ცაგერის   რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ არ შემოსულა არცერთი განცხადება და არ განხილულა არცერთი ადმინისტრაციული  საჩივარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე.

 

საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული

კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის  დისციპლინური

 

სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია