Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

statistika

2015 ყოველწლიური ანგარიშები საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ

05-02-2016

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის

შესაბამისად საჯარო ინფორმაციის

გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ცაგერის  რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე - სასამართლოს   მენეჯერი- ეკატერინე მუკბანიანი.

 

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, ცაგერის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ა. შ.

 

2015 წლის განმავლობაში ცაგერის  რაიონულ სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 25(ოცდაოთხი) განცხადება შემოვიდა, მათ შორის: არასამათვრობო ორგანიზაციებიდან  და სახელმწიფო დაწესებულებებიდან 14 (თორმეტი) განცხადება, მოქალაქეთაგან - 12 (თორმეტი) განცხადება.

 

განმცხადებლები  ითხოვდნენ  საჯარო ინფორმაციას  სასამართლოს წარმოებაში არსებული  საქმეების  განხილვის  შედეგებს, მიღებული გადაწყვეტილებების ასლებს,  განხილული საქმეების რაოდენობას, სასამართლო პროცესების ვიდეო და ფოტო გადაღების სტატისტიკურ მონაცემს,  ასევე სასამართლო  აქტების  ქსეროასლებს  სხვადასხვა კატეგორიის დავებზე და სტატისტიკურ მონაცემს.

 

შემოსული განცხადებებიდან  ყველა  მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად.    

 

მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის  მიერ.

 

 

 

 

მიმდინარე წელს ცაგერის   რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ არ შემოსულა არცერთი განცხადება და არ განხილულა არცერთი ადმინისტრაციული  საჩივარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე.

 

საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის  დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

  ცაგერის რაიონულ სასამართლოში

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე  პასუხისმგებელი პირი,

 ეკატერინე მუკბანიანი

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია