Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

statistika

2018 ყოველწლიური ანგარიშები საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ

14-03-2019

 

 

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის

შესაბამისად საჯარო ინფორმაციის

გაცემის თაობაზე

 

        05.12.  2018w                                                                                                                       ქ. ცაგერი

              

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ცაგერის  რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე - სასამართლოს   მენეჯერი- ეკატერინე მუკბანიანი.

 

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, ცაგერის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ა. შ.

 

2018 წლის განმავლობაში ცაგერის  რაიონულ სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 31(ოცდათერთმეტი) განცხადება შემოვიდა, მათ შორის: არასამათავრობო ორგანიზაციებიდან და სახელმწიფო დაწესებულებებიდან 25 (ოცდახუთი) განცხადება, მოქალაქეთაგან - 6 (ექვსი) განცხადება.  შემოსული განცხადებებიდან  სრულად დაკმაყოფილდა 27 (ოცდაშვიდი) განცხადება, არ დაკმაყოფილდა 4(ოთხი) განცხადება.

 

     განმცხადებლები ითხოვდნენ  საჯარო ინფორმაციას  სასამართლოს წარმოებაში არსებული  საქმეების განხილვის შედეგებ შესახებ, მიღებული გადაწყვეტილებების ასლებს, განხილული საქმეებისრაოდენობას, ასევე სასამართლო აქტების ქსეროასლებს სხვადასხვა კატეგორიის დავბზედა სტატისტიკურ მონაცემებს.

 

მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის  მიერ.

 

    მიმდინარე წელს ცაგერის   რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ არ შემოსულა არცერთი განცხადება და არ განხილულა არცერთი ადმინისტრაციული  საჩივარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე.

 

      საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის  დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

    ცაგერის რაიონულ სასამართლოში

    საჯარო ინფორმაციის გაცემაზე  პასუხისმგებელი პირი,

 

      ეკატერინე მუკბანიანი

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია