Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

შინაგანაწესი

ცაგერის რაიონული სასამართლოს შინაგანაწესი

28-03-2023

დამტკიცებულია

ცაგერის რაიონული  სასამართლოს თავმჯდომარის

2018 წლის „19“ ნოემბრის №29ა  ბრძანებით

 

      მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1.ცაგერის რაიონული სასამართლოს შინაგანაწესი (შემდგომში - შინაგანაწესი) შედგენილია საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 122- და 123- მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და ვრცელდება ცაგერის რაიონული და ლენტეხის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს ყველა საჯარო მოსამსახურეზე.

2. შინაგანაწესის მიზნებია:

) ცაგერის რაიონული სასამართლოს ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;

)    შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;

)    სამუშაო დროის რაციონალური გამოყენება;

) ცაგერის რაიონული რაიონული სასამართლოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის დონის ამაღლება და პროფესიული ჩვევების გამოვლენის ხელშეწყობა;

)    სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ოპერატიულობის გაზრდა;

3. შინაგანაწესით განისაზღვრება:

ა)    სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული;

 

ბ)   სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დრო;

 

გ) დასვენების და უქმე დღეებში, აგრეთვე სამუშაო დღეს, სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ საჯარო დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი;

 

დ) სამსახურებრივ საკითხზე გამოცემული განკარგულების საჯარო მოსამსახურეებისთვის გაცნობის წესი;

 

ე)   შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;

 

ვ)   საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურში არყოფნის შესახებ შეტყობინების წესი;

 

ზ)  სამსახურებრივი მივლინებისა და შვებულების გაფორმების წესები;

 

თ)  საჯარო მოსამსახურეებს შორის კომუნიკაციის წესი;

 

ი) საჯარო დაწესებულებასა და საჯარო მოსამსახურეებს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

 

       მუხლი 2. სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული. შესვენების დრო

1. ცაგერის რაიონული და ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს მოხელეთათვის კვირაში დადგენილია 5 დღიანი სამუშაო კვირით.

2.    სამუშაო დრო განისაზღვრება 09.30 სთ-დან 18.00 სთ-მდე.

3. მოსამსახურისათვის სამუშაო დროის განმავლობაში განსაზღვრულია შესვენების დრო, რომელიც გრძელდება 13.00 სთ-დან 14.00 სთ-მდე.

4. მოხელის დასვენების დრო და უქმე დღეების განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“.

5. სამსახურში დაგვიანებით გამოცხადებისა და სამუშაო დროის განმავლობაში (შესვენების დროის გარდა) სამუშაო ადგილის დატოვების თაობაზე ცაგერის რაიონული სასამართლოს (მათ შორის ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს) თანამშრომლებმა უნდა აცნობონ  მენეჯერს.

6. მოსამსახურე, რომელიც სამსახურებრივ საქმეზე, თავისი მოვალეობის შესასარულებლად იმყოფება ცაგერის რაიონული ანლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს ადმინისტრაციული შენობის გარეთ, ითვლება სამსახურში მყოფად.

7. დასვენების და უქმე დღეებში საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, შემჭიდროვებულ ვადებში განსახილველი საქმეების შეუფერხებლად განხილვის უზრუნველსაყოფად დაწესებულია მოსამართლეთა და სასამართლოს მოხელეთა მორიგეობა.

        მუხლი 3. შვებულების უფლების გამოყენების წესი

1. მოსამსახურე სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი ხანგრძლივობით.

2. მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი, ანაზღაურების გარეშე, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო, დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო და სასწავლო შვებულება ფორმდება სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით.

3. განცხადება შვებულების მოთხოვნის შესახებ სასამართლოს თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს საშვებულებო პერიოდის დაწყებამდე 5 დღით ადრე. აღნიშნული ვადის შემცირება დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევებში, მოსამსახურის მიერ დასაბუთებული განცხადების წარმოდგენისას.

4. შვებულების მოთხოვნის შესახებ განცხადება უნდა შეთანხმდეს სასამართლოს მენეჯერთან და სასამართლოს თავმჯდომარესთან.

5. მოსამსახურე უფლებამოსილია, სასამართლოს მენეჯერისა  და სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით, ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს კუთვნილი შვებულება.

6. იმ შემთხვევაში თუ მოსამსახურე ვერ ისარგებლებს კუთვნილი შვებულებით, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს შვებულების მომდევნო სამუშაო წელს გადატანა.

7. მოხელეს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით არაუმეტეს 1 წლისა, თუ ეს არეწინააღმდეგება საჯარო დაწესებულების ინტერესებს.

8. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო შვებულებაში და მივლინებაში მოსამსახურის გაშვების წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.

 

      მუხლი 4.  სამსახურებრივ საკითხებზე გაცემულ განკარგულებათა მოსამსახურეთათვის გაცნობის წესი.

1. სამსახურებრივ საკითხებზე მოსამსახურეებზე ბრძანების გაცემის უფლება აქვს თავმჯდომარეს და მენეჯერს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება შეიძლება იყოს ზოგადი (ვრცელდებოდეს ცაგერის რაიონული სასამართლოს აპარატის ყველა საჯარო მოსამსახურეზე) და პერსონალური.

3.  ზოგად ბრძანებას შეიძლება ჰქონდეს წერილობითი ფორმა. იგი ექვემდებარება ცაგერის რაიონულ და ლენტეხის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობაში სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილას გამოკვრას.

4. პერსონალური ბრძანება გაიცემა უშუალოდ ერთ მოსამსახურეზე ან მოსამსახურეთა განსაზღვრულ ჯგუფზე. პერსონალური განკარგულება გაიცემა წერილობითი ან ზეპირი ფორმით.

5. ბრძანების შესრულება სავალდებულოა ცაგერის რაიონული და ლენტეხის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს  აპარატის ყველა მოსამსახურისათვის.

6. ბრძანების გაცნობაზე კონტროლი განახორციელოს ცაგერის რაიონული სასამართლოს მენეჯერმა.

       მუხლი 5. საჯარო მოსამსახურის უფლება-მოვალეობანი

1. საჯარო მოსამსახურე მოვალეა:

)   პირნათლად შეასრულოს დაკისრებული თანამდებობრივი მოვალეობანი;

) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება;

) შეასრულოს ხელმძღვანელის ბრძანებები და მითითებები, რომლებიც გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.

) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს ცაგერის რაიონული და ლენტეხის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს  აპარატის მუშაობას და ლახავს საჯარო სამსახურის ავტორიტეტს; სამუშაოზე დაგვიანება ან სხვა დისციპლინური გადაცდომა გამოიწვევს მოსამსახურის დისციპლინურ პასუხისგებლობას კანონით დადგენილი წესით;

) დაიცვას სამსახურებრივი ქცევის ნორმები და ცაგერის რაიონული და ლენტეხის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს აპარატის შინაგანაწესი;

ვ) სამსახურეობრივი ურთიერთობისას, ასევე სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოება, სხვა პირთა ოჯახურ და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობათა შესრულების დროს;

) წესრიგში ჰქონდეს სამუშაო ადგილი, დაიცვა სისუფთავე ცაგერის რაიონული და ლენტეხის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს შენობაში და ტერიტორიაზე;

თ) გაუფრთხილდეს სასამართლოს სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო საკუთრებას, გამოიყენოს მხოლოდ სამსახურეობირი საჭიროებისთვის, დაიცვას მატერიალურ ფასეულობათა მოვლა-პატრონობის დადგენილი წესი, ჯეროვნად მოეპყრას მასზე მინდობილ კომპიუტერულ ტექნიკას და ინვენტარს გამოიყენოს მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებისათვის და არ დაუშვას მათი დაზიანება.

ი) დაუშვებელია მოსამსახურის მიერ სამუშაო დროის განმავლობაში კომპიუტერული თამაშებით სარგებლობა და ინტერნეტის რესურსების არასამსახურეობრივი დანიშნულებით გამოყენება.

          მუხლი 6. სამსახურებრივ დოკუმენტებთან მუშაობის წესი და პირობები

1.           მოსამსახურე მოვალეა სამსახურებრივ დოკუმენტებთან მუშაობისას დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი წესი და ვადები.

2.            

მუხლი 7. საჯარო ინფორმაციის გაცემა

       მოქალაქეებზე და ორგანიზაციებზე საჯარო ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემის უზრუნველყოფა ევალება სასამართლოს მენეჯერს.

                    

           მუხლი 8. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქცია

1. მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას შრომისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს შრომის კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით.

2.  აკრძალულია თამბაქოს მოწევა ცაგერის რაიონული და ლენტეხის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს შემობაში (ფოიეში, სამუშაო ოთახებში, კორიდორებში, ჰიგიენურ წერტილებში).

3. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია სასამართლოს შენობაში მის მიერ შემჩნეული ნებისმიერი ტექნიკური გაუმართაობა (იგულისხმება: განათება, კომპიუტერული, ელექტრო-ტექნიკური საშუალების, წყლისა და მასთან დაკავშირებული ქსელების, ავეჯის, კარებებისა და ფანჯრების და სხვა) აცნობოს დამხმარე მოსამსახურეს სამეურნეო საკითხებში და მანდატურს.

 

     მუხლი 9. სამსახურში გამოუცხადებლობის (არყოფნის)  წესი

1. ცაგერის რაიონული და ლენტეხის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს მოსამსახურე ვალდებულია წინასწარ აცნობოს საპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს მენეჯერს-  ან/და უშუალო უფროსს.

2. წინასწარ ცნობილი მიზეზის გარეშე სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში ცაგერის რაიონული და ლენტეხის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სასამართლოს მენეჯერს- ან/და უშუალო უფროსს, გამოუცხადებლობის სავარაუდო პერიოდი, სათანადო მიზეზების მითითებით.

            მუხლი 10. მოსამსახურის სამსახურში მიღება და გათავისუფლება

1. მოსამსახურე სამსახურში მიიღება „საერთ სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დასაჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. მოსამსახურის სამსახურიდან განთავისუფლება ხდება „საერთ სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დასაჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

3.ცაგერის რაიონული და ლენტეხის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოდან განთავისუფლების შემდეგ ვალდებულია, ცაგერის რაიონული სასამართლოს პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს დაუბრუნოს კუთვნილი სამსახურეობრივი მოწმობა და ყველა ის მატერიალური ფასეულობა, რომელიც მას სარგებლობაში გადაეცა სასამართლოში მუშაობის პერიოდში.

            მუხლი 11. მოხელის შრომითი გასამრჯელო

1. სასამართლოს მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღმდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო.

2. მოხელის შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დანამატს.

3. შრომითი გასამრჯელო მოხელეს ეძლევა უნაღდო ანგარიშსწორებით.

       მუხლი 12. დასკვნითი დებულებანი

1.ცაგერის რაიონული და ლენტეხის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს შინაგანაწესს ამტკიცებს ცაგერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.

            2. შინაგანაწესი ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

            3. შინაგანაწესს ეცნობა სასამართლოს ყველა მოსამსახურე.

            4.წინამდებარე შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად ყველა მოსამსახურესათვის. მენეჯერი ვალდებულია, სამსახურში მიღბისას საჯარო მოსამსახურეს გააცნოს შინაგანაწესი ხელწერილის დადებით, აგრეთვე უზრუნველყოს ნებისმიერ დროს მისი გაცნობის შესაძლებლობა.

            5. შინაგანაწესის მოთხოვნათა დარღვევა იწვევს მოსამსახურისათვის დისციპლინური პასუხისგებლობის დაკისრებას.                                                                                     

 

 

 
მიმაგრებული ფაილი
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია