ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
შესაბამისად საჯარო ინფორმაციის
გაცემის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ცაგერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე - სასამართლოს მენეჯერი- ეკატერინე მუკბანიანი
სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, ცაგერის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ა. შ.
2024 წლის (5 დეკემბრის მდგომარეობით) განმავლობაში ცაგერის რაიონულ სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 24 (ოცდაოთხი) განცხადება შემოვიდა, მათ შორის: არასამათვრობო ორგანიზაციებიდან და სახელმწიფო დაწესებულებებიდან 20 (ოცი) განცხადება, მოქალაქეთაგან - 4 (ოთხი) განცხადება. შემოსული განცხადებებიდან სრულად დაკმაყოფილდა 23 (ოცდასამი) განცხადება, არ დაკმაყოფილდა 1(ერთი) განცხადება, რომელიც გასაჩივრდა ადმინსტრაციული საჩივრით.
განმცხადებლები ითხოვდნენ საჯარო ინფორმაციას სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების განხილვის შედეგების შესახებ, მიღებული გადაწყვეტილებების ასლებს, განხილული საქმეების რაოდენობას, ასევე სასამართლო აქტების ქსეროასლებს სხვადასხვა კატეგორიის დავებზე და სტატისტიკურ მონაცემებს.
მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.
მიმდინარე წელს ცაგერის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ არ შემოსულა არცერთი განცხადება.
საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ცაგერის რაიონულ სასამართლოში
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი,
|