Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

cageris raionuli sasmarTlo

ცაგერის რაიონული სასმართლო

  ცაგერის რაიონული სასამართლოს შენობა აშენდა 1975 წელს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  2012 წლის 19 ნოემბრის N1/328 გადაწყვეტილებით  შეიქმნა ცაგერის რაიონული სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით. მართლმსაჯულობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით ლენტეხის მუნიციპალიტეტში მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე, რომელიც პირველი ინსტანციის წესით განიხილავს მის განსჯადობას მიკუთვნებულ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებს. იმავდროულად, მას უფლება აქვს, განიხილოს ცაგერის რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეებიც.

  ცაგერის რაიონული სასამართლოს შენობა 2 სართულიანია.  პირველ სართულზე განთავსებულია კანცელარია, მანდატურის ოთახი, საქმის გასაცნობი ოთახი და  ერთი სხდომის დარბაზი სისხლის სამართლის კატეგორიის საქმეთა განსახილველად, მეორე სართულზე მდებარეობს სხდომის დარბაზი სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეების განსახილველად. ასევე, სამუშაო კაბინეტები მოსამართლეებისა და სასამართლოს თანამშრომლებისათვის. ცაგერის რაიონულ სასამართლოში ახალი კომპიუტერული პროგრამით ხდება  სასამართლო პროცესის სპეციალურ აუდიო-დისკზე ჩაწერა. მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში მხარე პროცესის დასრულებისთანავე ოპერატიულად მიიღებს აუდიო-დისკს. სხდომის აუდიოჩანაწერის წაკითხვა შეასაძლებელია ნებისმიერ მულტიმედიურ კომპიუტერში.

 ცაგერის რაიონულ სასამართლოს არქივში ინახება სასამართლოში განხილული საქმეები 2013 წლიდან დღემდე, ხოლო 2012 წლის ჩათვლით  ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში, მისამართი ქ. თბილისი სოფელი დიდი ლილო. ტელეფონი (+995 32) 2 74-81-58; 2 74-81-62,  

 ლენტეხის რაიონული სასამართლო  1973 წელს აშენდა. 2012 წელს გაერთიანდა ცაგერის რაიონულ სასამართლოსთან და მისი სამოქმედო ტერიტორია ლენტეხის მუნიციპალიტეტის საზღვრებით განისაზღვრება. 

 ლენტეხის მაგისტრატი სასამართლო 1 სართულიანია. რომელშიც განთავსებულია  სასამართლო სხდომის დარბაზი სისხლის,  სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეების განსახილველად, კანცელარია და სამუშაო კაბინეტები მოსამართლისა და თანამშრომლებისათვის. 

 ლენტეხის მაგისტრატის სასამართლოს არქივში ინახება სასამართლოში განხილული საქმეები 2013 წლიდან დღემდე, ხოლო 2012 წლის ჩათვლით  ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში, მისამართი ქ. თბილისი სოფელი დიდი ლილო. ტელეფონი (+995 32) 2 74-81-58; 2 74-81-62,

 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია