Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

gurjaanis raionuli sasamarTlo

გურჯაანის რაიონული სასამართლო

გურჯაანის რაიონული სასამართლო მდებარეობს ქ. გურჯაანში, სანაპიროს ქ. 24-ში. სასამართლო შენობის მშენებლობა დაიწყო 1976 წელს და დასრულდა 1978 წლის ივნისში, რომელშიც განთავსდა სახალხო სასამართლო, პროკურატურა, სასამართლო აღმასრულებლის ოფისი და საადვოკატო ბიურო.  2009 წლიდან გურჯაანის სასამართლო გახდა მაგისტრატი სასამართლო, ხოლო 2011 წელს, სასამართლო სისტემის რეფორმის ფარგლებში, გურჯაანის მაგისტრატი სასამართლო გახდა რაიონული სასამართლო, განხორციელდა სასამართლო შენობის რეკონსტრუქცია და სასამართლომ ფუნქციონირება განაგრძო განახლებულ შენობაში. გურჯაანის რაიონული სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოა საქართველოს საერთო სასამართლოების  სისტემაში, რომელიც განიხილავს, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის დავებს. 2011 წლის 1 ნოემბრიდან  გურჯაანის რაიონული სასამართლოს განსჯადობა  ვრცელდება უშუალოდ გურჯაანის, აგრეთვე ყვარლის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებზე. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით ყვარლის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში  მოქმედებენ მაგისტრატი მოსამართლეები.  გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მართლმსაჯულებას ახორციელებს 4 მოსამართლე. სასამართლოში დასაქმებულია 22 საჯარო მოსამსახურე. სასამართლოს შენობა სამსართულიანია. შენობაში 3 თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხდომის დარბაზია. ერთი დარბაზი მდებარეობს შენობის პირველ სართულზე, ხოლო დანარჩენი 2 მეორე სართულზე.   პირველ სართულზე განთავსებულია მისაღები, სადაც ხდება მოქალაქეთა განცხადებების  მიღება. როგორც პირველ, აგრეთვე მეორე სართულზე განთავსებულია მოსამართლეთა და თანამშრომელთა სამუშაო კაბინეტები.  მესამე სართული ეკუთვნის საქართველოს პროკურატურას, რომელიც 2013 წლიდან გადავიდა და განთავსდა გურჯაანის იუსტიციის სახლის მესამე სართულზე. გურჯაანის რაიონული სასამართლოს არქივში ინახება სასამართლოში განხილული საქმეები 2008 წლიდან დღემდე, ხოლო 2007 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში.   (მის. ქ. თბილისი, დიდი ლილო, ტელ: (995 32) 74 8158; (995 32) 748162) .

 

ყვარლის მაგისტრატი სასამართლო


ყვარლის მაგისტრატი სასამართლო მდებარეობს ქ. ყვარელში,  ჭავჭავაძის ქ. 78-ში. სასამართლოს შენობა აშენდა 1965 წელს, რომელშიც თავდაპირველად განთავსებული იყო  ყვარლის რაიონული სამხედრო კომისარიატი.  2008 წლის 12 მაისიდან შენობაში ფუნქციონირება დაიწყო ყვარლის რაიონულმა სასამართლომ, რომელიც 2011 წლის 1 ნოემბრიდან გახდა მაგისტრატი სასამართლო. სასამართლოს შენობა არის ორსართულიანი. პირველ სართულზე არის მოქალაქეთა მისაღები და საქმის გასაცნობი ოთახები, ხოლო მეორე სართულზე განთავსებულია 1 თანამდეროვე აპარატურით აღჭურვილი სხდომის დარბაზი, მოსამართლის და თანამშრომელთა კაბინეტები. ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს არქივში ინახება სასამართლოში განხილული საქმეები 2007 წლიდან დღემდე, ხოლო 2006 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში. (მის. ქ. თბილისი, დიდი ლილო, ტელ: (995 32) 74 8158; (995 32) 748162) .

 

 

ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლო 


ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლო მდებარეობს  ქ. ლაგოდეხში, 26 მაისის ქ. 19-ში. სასამართლოს შენობა აშენდა 20-ე საუკუნის დასაწყისში, სადაც თავდაპირველად განთავსებული იყო ქალაქის საბჭო და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო. 2008 წელს  შენობაში ფუნქციონირება დაიწყო ლაგოდეხის რაიონულმა სასამართლომ, რომელიც 2011 წლის დეკემბრიდან გახდა ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლო. სასამართლოს შენობა არის ორსართულიანი. პირველ სართულზე არის მოქალაქეთა მისაღები და საქმის გასაცნობი ოთახები,  1 თანამდეროვე აპარატურით აღჭურვილი სხდომის დარბაზი, ხოლო მეორე სართულზე განთავსებულია მოსამართლის და თანამშრომელთა კაბინეტები. ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს არქივში ინახება სასამართლოში განხილული საქმეები 2007 წლიდან დღემდე, ხოლო 2006 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში.   (მის. ქ. თბილისი, დიდი ლილო, ტელ: (995 32) 74 8158; (995 32) 748162) .

 

 

 

 

 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია