Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

გამამართლებელი განაჩენი

13-02-2014

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა 2014 წლის 12 თებერვალს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა ქურდობაში ბრალდებულ 1980 წელს დაბადებულ ალექსანდრე ბერიკაშვილს.    

 ალექსანდრე ბერიკაშვილს ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმისათვის რომ ალექსანდრე სტეფნაძის კუთვნილი ვენახიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 20 ცალი ცემენტის სარს.

მხარეებს, გამოძიების მიერ მოპოვებული და ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ. მიუხედავად ამისა, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა არ აკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და უტყუარად არ ადასტურებდა ბრალდებულის მხრიდან, მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ ალექსანდრე ბერიკაშვილი სცნო უდანაშაულოდ მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში და  მთლიანად გაამართლა.

 

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია