Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

გურჯაანის რაიონული სასამართლოს განცხადება

03-02-2015

       გურჯაანის რაიონული სასამართლო ეხმაურება სასამართლო შენობაში მომხდარ ინციდენტს.

       2015 წლის 2თებერვალს, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე მიტო ხინაშვილი განიხილავდა ბრალდებულ დიმიტრი ხაჩიაშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების  საკითხს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დიმიტრი ხაჩიაშვილს  შეეფარდა პატიმრობა.

      პროცესის დასრულების შემდეგ, პოლიციის მიერ პატიმარი ჩაყვანილ იქნა სასამართლო შენობაში პატიმართა დროებითი მოთავსების საკანში. კანონის შესაბამისად,  ის იმყოფებოდა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ. სწორედ ამ საკნიდან მოახერხა პატიმარმა  დიმიტრი ხაჩიაშვილმა  გაქცევა.

       სასამართლო მოუწოდებს ყველას, რომ დაუზუსტებული და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან თავი შეიკავონ, რათა არ მოხდეს საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება და  სასამართლოს  დისკრედიტაცია.

 

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია