Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

გურჯაანის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს

05-02-2015

გურჯაანის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს, სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივანის გურჯაანის რაიონულ სასამართლოში (1 ვაკანსია); კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტი ლაგოდეხის მაგისტრატ სასამართლოში (1 ვაკანსია);  კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტი ყვარლის მაგისტრატ სასამართლოში (1 ვაკანსია); კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში (2 ვაკანსია); სასამართლოს მენეჯერის გურჯაანის რაიონულ სასამართლოში (1 ვაკანსია); სასამართლოს მანდატური გურჯაანის რაიონულ სასამართლოში (1 ვაკანსია) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.  

 

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით. კონკურსში მონაწილოებას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს ვაკანსიისთვის დადგენილ მოთხოვნებს. კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთან მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. კონკურსს ჩაატარებს გურჯაანის რაიონული სასამართლოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 17 თებერვლის ჩათვლით. ვაკანსიების ჩამონათვალი და სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ ,,გურჯაანის რაიონული სასამართლო".

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია