Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სტაჟირება გურჯაანის რაიონული სასამართლოში

09-03-2015
        სტაჟირება გურჯაანის რაიონული სასამართლოში

 



გურჯაანის  რაიონული სასამართლოს   სტაჟირების  კომისია  აცხადებს  კონკურსს გურჯაანის რაიონულ          სასამართლოში სტაჟიორთა მიღებაზე.



     სასამართლოში სტაჟირების ვადა განისაზღვრება 6 თვემდე. სტაჟირების გავლა წარმოებს ანაზღაურების გარეშე. სტაჟიორი, სასამართლოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებით და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით, ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეიძლება ეხებოდეს სასამართლოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ზოგადად სასამართლოს საქმიანობის საკითხებს. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს მიეცემა სტაჟირების სერტიფიკატი.


    სტაჟიორობის კანდიდატი შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, ასევე იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი ან დამამთავრებელის წინა კურსის სტუდენტი.


    სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება კომპიუტერთან მუშაობისა (სამომხმარებლო დონეზე) და შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
) საქართველოს კონსტიტუცია;
) "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;
) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
) საერთო სასამართლოების შესახებ ნორმატიული აქტები;
) საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსები;
) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები;
) საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები.
"
", "" და "" ქვეპუნქტებში მითითებული კანონმდებლობის ცოდნა სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება სტაჟირების განაცხადში მითითებული სპეციალიზაციის გათვალისწინებით.


   დაინტერესებულმა პირებმა,  ვაკანსიების ჩამონათვალი და სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ ,,გურჯაანის რაიონული სასამართლო". 


   კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტმა ასევე უნდა წარმოადგინოს სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.


 სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 18 მარტის ჩათვლით. 


   კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით, განცხადების გამოქვეყნებიდან არაუადრეს  სამი  კვირისა.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია