Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან

16-06-2015
შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან

2015 წლის 16 ივნისს, გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის პროგრამის ”პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა” ფარგლებში, მოსწავლეები შეხვდნენ სასამართლოს მენეჯერს, მოსწავლეებმა მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი დაათვალიერეს და მისი ფუნქციონირების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. სასამართლოს მენეჯერმა მათ სასამართლოში საქმის მიღებისა და რეგისტრაციის წესი განუმარტა. გაეცნენ სასამართლოს აპარატის თითოეული რგოლის საქმიანობას, დაათვალიერეს სასამართლო სხდომის დარბაზები და სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა.
ეკა მელიქიშვილი მოსწავლეებს მათთვის საინტერესო სამართლებრივ თემებზე ესაუბრა და დასმულ შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე. რის შემდეგაც გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. გურჯაანის რაიონული სასამართლო მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ტიპის საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრების განხორციელებას. რადგან ეს ხელს შეუწყობს მომავალ თაობაში სამართლებრივი უნარ-ჩვევების განვითარებას.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია