Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

გურჯაანის რაიონული სასამართლოს სტაჟირების კომისია აცხადებს კონკურსს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში სტაჟიორთა მიღებაზე

16-06-2015
გურჯაანის რაიონული სასამართლოს სტაჟირების კომისია აცხადებს კონკურსს  გურჯაანის რაიონულ სასამართლოში სტაჟიორთა მიღებაზე

გურჯაანის რაიონული სასამართლოს სტაჟირების კომისია აცხადებს კონკურსს 
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში სტაჟიორთა მიღებაზე
მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით გურჯაანის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად.
სასამართლოში სტაჟირების ვადა განისაზღვრება 6 (ექვსი) თვე. სტაჟირების გავლა წარმოებს ანაზღაურების გარეშე. სტაჟიორი, სასამართლოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისხელმძღვანელის მითითებით და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით, ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეიძლება ეხებოდეს სასამართლოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ზოგადად სასამართლოს საქმიანობის საკითხებს. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს მიეცემა სტაჟირების სერტიფიკატი.
სტაჟიორობის კანდიდატი შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, ასევე იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი ან დამამთავრებელის წინა კურსის სტუდენტი.
სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება კომპიუტერთან მუშაობისა და შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
დ) საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ;
ე) საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსები;
ვ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები; 
ზ) საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები.
"ე", "ვ" და "ზ" ქვეპუნქტებში მითითებული კანონმდებლობის ცოდნა სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება სტაჟირების განაცხადში მითითებული სპეციალიზაციის გათვალისწინებით. 
დაინტერესებულმა პირებმა, ვაკანსიების ჩამონათვალი და სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge"ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ ,,გურჯაანის რაიონული სასამართლო".
კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტმა ასევე უნდა წარმოადგინოს სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.
სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 20 ივნისის ჩათვლით.
კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით, განცხადების გამოქვეყნებიდან არაუადრეს სამი კვირისა.
დაწვრილებით ინფორმაციისთვის შგიძლიათ დაუკავშირდეთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს სტაჟირების კომისიის სამდივნოს მისამართზე: ქ. გურჯაანი სანაპიროს ქ. №24, ტელ: (353)22 38 22; მობ: 577-28-42-39.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია