მე, სალომე კვერღელიძე დავიბადე 1992 წლის 24 აპრილს, ქ. ბათუმში.
1998 წელს სწავლა დავიწყე ქ. ოზურგეთის №2 საჯარო სკოლაში, რომელიც დავასრულე 2010 წელს, წარჩინებით - ვარ ოქროს მედალოსანი. იმავე წელს, ასპროცენტიანი სახელმწიფო გრანტით, ჩავირიცხე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სწავლის განმავლობაში ვიყავი სახელმწიფო სტიპენდიის მფლობელი. ბაკალავრიატის საფეხური დავასრულე 2014 წელს, წარჩინებით. იმავე წელს სწავლა გავაგრძელე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს - ინჟინერინგის ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობის სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე, ასპროცენტიანი სახელმწიფო გრანტით. 2016 წელს მომენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2013 წლის ნოემბერში დავიწყე სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. 2014 წლის აგვისტოდან დავინიშნე იმავე კოლეგიის სხდომის მდივნად, 2015 წლის თებერვლის ბოლოდან მუშაობა გავაგრძელე მოსამართლის თანაშემწედ, ხოლო 2016 წლის ივნისიდან - მოსამართლის თანაშემწე - მთავარ კონსულტანტად.
2018 წლის აპრილიდან დავინიშნე თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მთავარი კონსულტანტის - მოსამართლის თანაშემწის - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ვმუშაობდი ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.
2020 წლის მარტიდან დავინიშნე საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად - ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს მწერალ თანაშემწედ. 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის ივლისამდე პერიოდში მუშაობა გავაგრძელე იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად, მთავარ კონსულტანტ - მოსამართლის თანაშემწედ.
2023 წლის 11 ივლისიდან 2024 წლის 11 ნოემბრამდე ვიყავი იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
2015 წელს ჩაბარებული მაქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. 2018 წელს გავხდი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, თუმცა სტატუსი შევიჩერე, პირადი განცხადების საფუძველზე, საჯარო სამსახურში საქმიანობის გამო.
2019 წელს ჩავაბარე მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
გავლილი მაქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი და სემინარი, მათ შორის, ვესწრებოდი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და სხვა დონორი ორგანიზაციების (PROLOG, OHCHR, USAID) მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს, ვარ მართლმსაჯულების ზაფხულის სკოლის (2018 წ.) მონაწილე და ერთ-ერთი გამარჯვებული.
უმაღლესი განათლება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - იურიდიული ფაკულტეტი
ბაკალავრი, 2010 - 2014 წწ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, სპეციალობა - სამართალმცოდნეობა
სამართლის მაგისტრი, 2014-2016 წწ.
სამუშაო გამოცდილება:
- იუსტიციის მსმენელი - იუსტიციის უმაღლესი სკოლა (ივლისი, 2023 წ. - ნოემბერი, 2024 წ.);
- მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, სამოქალაქო საქმეთა პალატის სამდივნოს მთავარი კონსულტანტი - მოსამართლის თანაშემწე - საქართველოს უზენაესი სასამართლო (იანვარი, 2022 წ. - ივლისი, 2023წ.);
- მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს მწერალი თანაშემწე - საქართველოს უზენაესი სასამართლო (მარტი, 2020 წ. - იანვარი, 2022 წ.);
- მთავარი კონსულტანტი - მოსამართლის თანაშემწე - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - თბილისის სააპელაციო სასამართლო (აპრილი, 2018 წ. - მარტი, 2020 წ.);
- ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სამდივნოს მთავარი კონსულტანტი - მოსამართლის თანაშემწე - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - თბილისის საქალაქო სასამართლო (თებერვალი, 2017 წ. - აპრილი, 2018 წ.);
- შტატგარეშე მოსამსახურე - მოსამართლის თანაშემწე (მთავარი კონსულტანტი) - თბილისის საქალაქო სასამართლო (ივნისი, 2016 წ. - თებერვალი, 2017 წ.);
- ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე - თბილისის საქალაქო სასამართლო (თებერვალი, 2015 წ. - ივნისი, 2016 წ.);
- ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივანი - თბილისის საქალაქო სასამართლო (ივლისი, 2014 წ. - თებერვალი, 2015 წ.).
ტრენინგები
- შემთხვევის გადაწყვეტის მეთოდი - IRZ / საქართველოს უზენაესი სასამართლო (სექტემბერი, 2022 წ);
- სამედიცინო სამართლის პრობლემატური საკითხები - იუსტიციის უმაღლესი სკოლა (თებერვალი, 2021 წ.);
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის სიახლეები და კორუფციის პრევენციის მექანიზმები - საჯარო სამსახურის ბიურო (ოქტომბერი, 2018 წ.);
- მართლმსაჯულების ზაფხულის სკოლა - მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები, გამოხატვის თავისუფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა და სამართლიანი სასამართლოს უფლება - იუსტიციის უმაღლესი სკოლა, USAID/PROLoG (ივლისი, 2018 წ. - აგვისტო, 2018წ.);
- დისკრიმინაციის აკრძალვა - შიდა კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები - იუსტიციის უმაღლესი სკოლა (აგვისტო, 2017 წ.);
- ადამიანის ძირითადი უფლებები - Promoting Rule of Law in Georgia (PROLoG) (ივლისი, 2017 წ.);
- მართლმსაჯულების ხელშეწყობა გენდერული თანასწორობის გზით - იუსტიციის უმაღლესი სკოლა (ივნისი, 2017 წ.);
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები - იუსტიციის უმაღლესი სკოლა (აპრილი, 2017წ.);
- პერსონალურ მონაცემთა დაცვა - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი (მარტი, 2017 წ.);
- ტრენინგი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილი სტანდარტების იმპლემენტაცია - Promoting Rule of Law in Georgia (PROLoG) (იანვარი, 2017 წ. - მაისი, 2017 წ.);
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართლმსაჯულების ეფექტიანიაპარატი
 |
ნინო ნადაშვილი
სხდომის მდივანი
კომენტარი: ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს სხდომის მდივანი
ბიოგრაფია
დაიბადა 1992 წლის 17 იანვარს, ქალაქ გურჯაანში.
2010 წელს დაამთავრა ჩუმლაყის საჯარო სკოლა.
2010 წელს ჩაირიცხა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში.
2014 წელს დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
2016 წლის ნოემბრიდან, 2017 წლის მაისამდე, სტაჟირებას გადიოდა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში.
2017 წლის ივლისიდან, 2018 წლის თებერვლამდე მუშაობდა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მოქალაქეთა მისაღები განყოფილების კანცელარიის სპეციალისტად.
2018 წლის 1 თებერვლიდან დაეკისრა სხდომის მდივნის მოვალეობა.
2023 წლის 01 დეკემბრიდან დღემდე მუშაობს ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს სხდომის მდივნის პოზიციაზე.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
|
|
 |
ვანო ყანდიაშვილი
სხდომის მდივანი
ბიოგრაფია
ვანო ყანდიაშვილი
დაიბადა 1993 წლის 16 დეკემბერს, ქ.გურჯაანში.
2012 წელს დაამთავრა გურამ ჭილაშვილის სახელობის ქალაქ გურჯაანის N4 საჯარო სკოლა.
2017 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა,მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2019 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა,მიენიჭა სისხლის სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 30 ივნისამდე მუშაობდა შპს „იუ ლუქში“ სტაჟიორ-იურისტის პოზიციაზე.
2018 წლის 01 თებერვლიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მუშაობდა შპს „ოლინქარდში“ ,იურდიულ დეპარტამენტში,უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
2019 წლის 16 სექტემბრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაიარა სტაჟირება გურჯაანის რაიონულ სასამართლოში.
2020 წლის 03 იანვრიდან 2022 წლის 27 ივლისამდე მუშაობდა, გურჯაანის რაიონული სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების სპეციალისტის პოზიციაზე.
2022 წლის 27 ივლისიდან დღემდე მუშაობს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნის პოზიციაზე.
არის დაოჯახებული.
|
|