Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

mosamarTleebi

მორის (ვაჟა) ფუხაშვილი
მორის (ვაჟა) ფუხაშვილი

მოსამართლე

ბიოგრაფია

 

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა  1961 წლის  28  თებერვალს   გარდაბნის  რაიონის  დაბა დიდ ლილოში;

განათლება:

1978 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა დაბა დიდი ლილოს საშუალო სკოლა;

1984  წელს  წარჩინებით  დაამთავრა  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიული  ფაკულტეტი.  იყო  ფაკულტეტის  სტუდენტთა  სამეცნიერო  საბჭოს თავმჯდომარე, ი. გოგებაშვილის სახელობის სტიპენდიანტი;

 

სამუშაო გამოცდილება:  

1984-1987 წლებში მუშაობდა ქ. რუსთავის პროკურატურაში სტაჟიორ-გამომძიებლის, უფროსი გამომძიებლის და პროკურორის თანაშემწის თანამდებობებზე. 

1987-1992  წლებში მუშაობდა  საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს პროკურორად.

1992 წლის 24 ივლისიდან 1999 წლის 15 მაისამდე მუშაობდა ქ. თბილისის ისნის რაიონის პროკურორის თანაშემწედ  სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაზე ზედამხედველობის ხაზით.

საქართველოს  პრეზიდენტის  1999  წლის  29  აპრილის  N196  ბრძანებულებით  დაინიშნა  თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

საქართველოს  პრეზიდენტის  2005 წლის 3 მაისის N288  ბრძანებულებით  დაეკისრა  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.

2009-2013  წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს  სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2013-2019 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე თიანეთის მუნიციპალიტეტში და სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით ასრულებდა მცხეთის რაიონული სასამართლოს  სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის მოვალეობას.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 18 ნოემბრის განკარგულებით დაინიშნა მცხეთის რაიონული სასამართლოს  სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ - უვადოდ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 


აპარატი
მერი თათრიშვილი
მერი თათრიშვილი

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (3300) 51-36-98 (შ/ნ: 129 )
ელ-ფოსტა: m.tatrishvili@court.ge

ბიოგრაფია

 

 

 
გვანცა ნიკოლაძე
გვანცა ნიკოლაძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (3300) 51-36-98 (შ/ნ: 228 )

ბიოგრაფია
 
 
ია ლაბაძე
ია ლაბაძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

 

პირადი ინფორმაცია 

დაიბადა 1983 წლის 31 მაისს . თბილისში.

განათლება 

2000 წელს დაამთავრა . თბილისის N 158 საშუალო სკოლა;.

2005 წელს დაამთვრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართლისმცოდნეობის სპეციალობით.

2011-2012 წლებში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაირა სამოსამართლეო სწავლების კურსი.

სამუშაო გამოცდილება 

2003 წელს მცხეთის რაიონულ სასამართლოში მუშაობდა მოსამართლის თანაშემწედ.

2003-2005 წლებში მუშაობდა იურიდიული კავშირი ,,თანამდგომში ადვოკატის თანაშემწედ.

2005 წელს მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში სხდომის მდივნად.

2005-2006 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომის მდივნად.

2006-2011 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2012-2019 წლამდე იყო ბოლნისის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე დმანისის მუნიციპალიტეტში.

2019 წლის ივლისიდან 2023 წლის თებერვლამდე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2023 წლის თებერვლიდან არის მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

 

 


აპარატი
მარიამი წულაძე
მარიამი წულაძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (3300) 51-36-98 (შ/ნ: 228 )

ბიოგრაფია
 
ზეინაბ ჭელიძე
ზეინაბ ჭელიძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (3300) 51-36-98 (შ/ნ: 111 )

ბიოგრაფია

 

 

 
 
რეზო ნადოი
რეზო ნადოი

მოსამართლე

ბიოგრაფია

 

პირადი ინფორმაცია: 

დაიბადა 1971 წლის 16 აგვისტოს ქ. თბილისში.

განათლება: 

1989 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N121 საშუალო სკოლა.

1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება:

1997-1999 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის სამგორის განყოფილების გამომძიებლად.

1999-2001 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის სამმართველოში უფროს გამომძიებლად.

2001-2004 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებლად.

2004-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე.

2006-2009 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2009-2011 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ნოემბრამდე იყო "რეზო ნადოის" იურიდიული ოფისის დამფუძნებელი, ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

2012-2015 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორი.

2015-2018 წლებში იყო თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი.

2018 წლის მარტში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი.

2018-2020 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი.

2020 წლის მაისიდან დეკემბრამდე იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის თავდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი.

2020 წლის დეკემბრიდან არის მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე დუშეთის მუნიციპალიტეტში.

 


აპარატი
მერი გეგეჭკორი
მერი გეგეჭკორი

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (3300) 51-36-98 (შ/ნ: 125 )

ბიოგრაფია

 

 

 
მარიამი ძამუნაშვილი
მარიამი ძამუნაშვილი

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (3300) 51-36-98 (შ/ნ: 125 )

ბიოგრაფია

 

 

 
 
სოფიო ლეჟავა
სოფიო ლეჟავა

მოსამართლე

ბიოგრაფია


დაიბადა 1984 წლის 28 მაისს, ქ. თბილისში;

განათლება:

2001 წელს დაამთავრა ქ. სამტრედიის გიორგი ნიკოლაძის სახელობის მრავალპროფილიანი სკოლა-ლიცეუმი ,,XXI-ე საუკუნე’’;

2006 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით.

2016-2017 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2008 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სპაციალური სასწავლო კურსი და ჩააბარა შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდა.

2014 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

სამუშაო გამოცდილება:

2006 - 2009 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების სხდომის მდივნად;

2009 - 2016 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით დაინიშნა მცხეთის რაიონული სასამართლოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მაგისტრატ მოსამართლედ;


აპარატი
ეკა გაბიდაური
ეკა გაბიდაური

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (3300) 51-36-98 (შ/ნ: 226 )
ელ-ფოსტა: e.gabidauri@court.ge

ბიოგრაფია

 

 

 
მარიამი ჯაფარიძე
მარიამი ჯაფარიძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (3300) 51-36-98 (შ/ნ: 226 )

ბიოგრაფია
 
 
ნანა კობახიძე
ნანა კობახიძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1959 წლის 29 ივლისს ქ. ბათუმში.

განათლება

1976 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 60 საშუალო სკოლა.

1986 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

 

სამუშაო გამოცდილება

1978-1989 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მდივანი, სხდომის მდივანი.

1989-1999 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსულტანტი.

2004-2015 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამაართლოს მოსამართლე.

2015-2020 წლებში იყო ადვოკატი/იურისტი - იურიდიულ ოფისში "სალაყაია და კობალაძე".

2020 წლის დეკემბრიდან არის მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.


აპარატი
ნინო დობაძიშვილი
ნინო დობაძიშვილი

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (3300) 51-36-98 (შ/ნ:112 )
ელ-ფოსტა: n.dobadzishvili@court.ge

ბიოგრაფია

 

 

 
თამარ ოღაძე
თამარ ოღაძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (3300) 51-36-98 (შ/ნ: 129 )
ელ-ფოსტა: t.ogadze@court.ge
კომენტარი: ახალგორის მაგისტრატი სასამართლო

ბიოგრაფია

 

 

 
 
ეკატერინე ელიაძე
ეკატერინე ელიაძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1989 წლის 25 იანვარს ქ. თბილისში.

განათლება

2007 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 126 საჯარო სკოლა.

2011 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი.

2016 წელს დაამთავრა გ.თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურა.

2011 წელს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2012 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი და ჩააბარა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2018 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2011-2012 წლებში იყო სტაჟიორი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

2013 წელს იყო სტაჟიორი მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

2013-2016 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტი.

2016-2017 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს აპატარის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივანი.

2017 წელს იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს კანცელარისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტი და აპატარის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივანი.

2017-2018 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის სამდივნოს სხდომის მდივანი.

2018-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე.

2019 წელს იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის  სამდივნოს მოსამართლის თანაშემწე.

2021-2023 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2024 წლის იანვრიდან არის მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.


აპარატი
ბელა ოჩიაური
ბელა ოჩიაური

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: ტელეფონი: (3300) 51-36-98 (შ/ნ: 225 )

ბიოგრაფია
 
თეკლა სირაძე
თეკლა სირაძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (3300) 51-36-98 (შ\ნ: 116)

ბიოგრაფია
 
 

თანამდებობარაოდენობამდედრობითიმამრობითი
მოსამართლე642
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია