ოზურგეთის რაიონული სასამართლო
ოზურგეთის რაიონული სასამართლო მდებარეობს ქ.ოზურგეთში, ი.სიორიძის ქ. №26-ში. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს შენობა აშენდა 1973 წელს სპეციალურად სასამართლოსთვის. 2007 წელს სასამართლო სისტემის რეფორმის ფარგლებში განხორციელდა სასამართლო შენობის რეკონსტრუქცია, რის შემდეგაც სასამართლომ ფუნქციონირება გააგრძელა განახლებულ შენობაში.
ოზურგეთის რაიონული სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოა საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, რომელიც განიხილავს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებს. 2009 წლის 10 სექტემბრიდან ოზურგეთის რაიონული სასამართლოს განსჯადობა ვრცელდება უშუალოდ ოზურგეთის, ასევე ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებზე. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში მოქმედებენ მაგისტრატი მოსამართლეები.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს შემადგენლობაში 5 მოსამართლეა, მათ შორის 2 მაგისტრატი მოსამართლე.
მაგისტრატი მოსამართლეების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება შესაბამისი მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე პირადად განიხილავს და განსახილველად ანაწილებს სასამართლოს განსჯადობისათვის მიკუთვნებულ საქმეებს, წარმართავს და ზედამხედველობს სასამართლო აპარატის მუშაობას, ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს აპარატი შემოიფარგლება 28 საშტატო ერთეულით.
სასამართლოს აპარატი შედგება საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილებისაგან, კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღებისაგან და მანდატურის სამსახურისაგან.
საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილება შედგება შემდეგი საშტატო ერთეულებისაგან: 4 (ოთხი) მოსამართლის თანაშემწე, 4 (ოთხი) სხდომის მდივანი, რომელთაგან 2 (ორი) უფლებამოსილებას ახორციელებს მაგისტრატ სასამართლოებში, ქსელის ადმინისტრატორი, სამეურნეო საკითხების სპეციალისტი და 5 დამხმარე მოსამსახურე, რომელთაგანაც 2 მაგისტრატ სასამართლოებშია დასაქმებული. კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები შედგება უფროსის, 2 (ორი) სპეციალისტის და კურიერისაგან, ხოლო მანდატურის სამსახური შედგება უფროსისა და 5 მანდატურისაგან, რომელთაგან 2 მანდატურის უფლებამოსილებას ახორციელებს მაგისტრატ სასამართლოებში. კანცელარიის 2 სპეციალისტი უფლებამოსილებას ახორციელებს მაგისტრატ სასამართლოებში.
სასამართლო აპარატის ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას ახორციელებს სასამართლოს მენეჯერი, რომელიც ასევე წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.
მოსამართლეთა სპეციალიზაცია ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში არ ხორციელდება და სპეციალიზებული კოლეგიები შექმნილი არ არის. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე საქმეებს განიხილავს ერთპიროვნულად.
ოზურგეთის რაიონული სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ სამოქალაქო საქმეებს: სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების,აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ: სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის, საქმეებს საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის დავის შესახებ, უდავო წარმოების საქმეებს, რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებულ საქმეებს, რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 3311 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებულ საქმეებს, შვილად აყვანის საქმეებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციების გავრცელების საქმეებს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტურ სამსახურთან არსებული სამედიცინო მედიაციის სამსახურის (შემდგომ − სამედიცინო მედიაციის სამსახური) მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო საქმეებს. ასევე განიხილავს სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ საქმეებს, გარდა მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი ადმინისტრაციული საქმეებისა. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს განსჯადი სისხლის სამართლის საქმეები არის მის სამოქმედო ტერიტორიაზე ჩადენილ ყველა კატეგორიის დანაშაულზე, შუამდგომლობები მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვასთან და საპროცესო იძულების სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ჩატარების და მათი ვადის გაგრძელების შესახებ, ასევე საჩივრები გამომძიებლისა და პროკურორის უკანონო მოქმედებებზე და უარყოფილ შუამდგომლობებზე. მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვასთან და საპროცესო იძულების სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სასამართლო ბრძანების გაცემა, გამომძიებლისა და პროკურორის უკანონო მოქმედებების გამო ამ კოდექსით დადგენილი წესით შეტანილი საჩივრების გადაწყვეტა, გამოძიების ორგანოებისა და პროკურორის მიერ უარყოფილი შუამდგომლობების განხილვა.
სასამართლოს შენობა ორსართულიანია. შენობაში 3 თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხდომის დარბაზია. პირველ სართულზე მდებარეობს ორი სხდომის დარბაზი, რომლებშიც განიხილება სისხლისა და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეები, პირველ სართულზევეა პატიმართა მოსათავსებელი საკნები, მოქალაქეთა მისაღები და საქმის გასაცნობი ოთახი. მეორე სართულზე განთავსებულია მოსამართლეთა და სასამართლოს თანამშრომელთა სამუშაო ოთახები და ერთი სხდომის დარბაზი, სადაც განიხილება სამოქალაქო კატეგორიის საქმეები. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს არქივში ინახება განხილული საქმეები 2014 წლიდან, ხოლო 2013 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში (მის: ქ. ქობულეთი, თავისუფლების ქ. №21, ტელ: (0426) 26-62-08).
ჩოხატაურის მაგისტრატი სასამართლო
ჩოხატაურის მაგისტრატი სასამართლო განთავსებულია დაბა ჩოხატაურში, ჭავჭავაძის ქ. №4-ში. სასამართლოს შენობა 1970 წელს სპეციალურად სასამართლოსთვის აშენდა. სასამართლო რეფორმების ფარგლებში 2007 წელს განხორციელდა სასამართლო შენობის რეკონსტრუქცია და სასამართლომ ფუნქციონირება განაგრძო განახლებულ და თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ შენობაში. ჩოხატაურის მაგისტრატი სასამართლო ამოქმედდა 2009 წლის 10 სექტემბრიდან. ჩოხატაურის მაგისტრატ სასამართლოში უფლებამოსილებას ახორციელებს მაგისტრატი მოსამართლე. მაგისტრატი მოსამართლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით. მაგისტრატი სასამართლოს აპარატი განისაზღვრება 4 საშტატო ერთეულით: სხდომის მდივანი, კანცელარიის სპეციალისტი, მანდატური და დამხმარე მოსამსახურე. ჩოხატაურის მაგისტრატი მოსამართლე პირველი ინსტანციით განიხილავს შემდეგ სამოქალაქო საქმეებს:
ა) ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 2000 ლარს;
ბ) უდავო და გამარტივებული წარმოების საქმეებს, გარდა შვილად აყვანის, აგრეთვე გამარტივებული წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის, გამარტივებული წესით გადახდის და ქონების უპატრონოდ ცნობის საქმეებისა, თუ მოთხოვნის ან ქონების ღირებულება აღემატება 2000 ლარს.
გ) საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.
ჩოხატაურის მაგისტრატი მოსამართლე პირველი ინსტანციით განიხილავს შემდეგ ადმინისტრაციულ საქმეებს:
ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით;
ბ) სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით;
გ) სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხის თაობაზე;
დ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის თაობაზე;
ე) საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავასთან დაკავშირებით;
ვ) მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე ბრძანების გამოცემის თაობაზე.
ზ) შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ.
ჩოხატაურის მაგისტრატი მოსამართლე პირველი ინსტანციით განიხილავს შუამდგომლობებს საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებათა გამოყენებაზე.
მაგისტრატი სასამართლოს შენობა ერთსართულიანია, სადაც განთავსებულია მოქალაქეთა მისაღები, მოსამართლის და სასამართლოს თანამშრომელთა სამუშაო ოთახები, საქმის გასაცნობი ოთახი და სხდომის დარბაზი. ჩოხატაურის მაგისტრატი სასამართლოს არქივში ინახება განხილული საქმეები 2004 წლიდან, ხოლო 2003 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში (მის: ქ. ქობულეთი, თავისუფლების ქ. №21, ტელ: (0426) 26-62-08).
ლანჩხუთის მაგისტრატი სასამართლო
ლანჩხუთის მაგისტრატი სასამართლო განთავსებულია ქ.ლანჩხუთში, ნინოშვილის ქ. №44 -ში. სასამართლოს შენობა 1963-64 წლებში სპეციალურად სასამართლოსთვის აშენდა. სასამართლო რეფორმების ფარგლებში 2007 წელს განხორციელდა სასამართლო შენობის რეკონსტრუქცია და სასამართლომ ფუნქციონირება განაგრძო განახლებულ და თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ შენობაში.
ლანჩხუთის მაგისტრატი სასამართლო ამოქმედდა 2009 წლის 10 სექტემბრიდან.
ლანჩხუთის მაგისტრატ სასამართლოში უფლებამოსილებას ახორციელებს მაგისტრატი მოსამართლე.
მაგისტრატი მოსამართლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.
მაგისტრატი სასამართლოს აპარატი განისაზღვრება 4 საშტატო ერთეულით: სხდომის მდივანი, კანცელარიის სპეციალისტი, მანდატური და დამხმარე მოსამსახურე.
ლანჩხუთის მაგისტრატი მოსამართლე პირველი ინსტანციით განიხილავს შემდეგ სამოქალაქო საქმეებს:
ა) ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 2000 ლარს;
ბ) უდავო და გამარტივებული წარმოების საქმეებს, გარდა შვილად აყვანის, აგრეთვე გამარტივებული წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის, გამარტივებული წესით გადახდის და ქონების უპატრონოდ ცნობის საქმეებისა, თუ მოთხოვნის ან ქონების ღირებულება აღემატება 2000 ლარს.
გ) საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.
ლანჩხუთის მაგისტრატი მოსამართლე პირველი ინსტანციით განიხილავს შემდეგ ადმინისტრაციულ საქმეებს:
ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით;
ბ) სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით;
გ) სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხის თაობაზე;
დ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის თაობაზე;
ე) საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავასთან დაკავშირებით;
ვ) მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე ბრძანების გამოცემის თაობაზე.
ზ) შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ.
ლანჩხუთის მაგისტრატი მოსამართლე პირველი ინსტანციით განიხილავს შუამდგომლობებს საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებათა გამოყენებაზე.
მაგისტრატი სასამართლოს შენობა ორსართულიანია. პირველ სართულზე განთავსებულია საქმის გასაცნობი ოთახი და მოქალაქეთა მისაღები. მეორე სართულზე განთავსებულია მოსამართლის და სასამართლოს თანამშრომელთა სამუშაო ოთახები და სხდომის დარბაზი. ლანჩხუთის მაგისტრატი სასამართლოს არქივში ინახება განხილული საქმეები 2006 წლიდან, ხოლო 2005 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში (მის: ქ. ქობულეთი, თავისუფლების ქ. №21, ტელ: (0426) 26-62-08).
|