Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

04-07-2014
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

 

2014 წლის 03 ივნისს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი . .- მიმართ, რომელსაც  ბრალი ედებოდა  სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში.

 

საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, ასევე წინასასამართლო სხდომაზე და საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე ბრალდებულმა  თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების მხედველობაში მიღებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იყო წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდნენ ..- მიერ დანაშაულის ჩადენას. სასამართლომ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება წარმოადგენდა ირიბ მტკიცებულებას, რომლებიც შეიცავდნენ ორაზროვან მითითებებს..- მიერ სავარაუდოდ ჩადენილ ქმედებაზე, არამედ ასევე სხვა პირის მიერ აღნიშნული ქმედების შესაძლო ჩადენაზე.

 

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ .. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით არ დაუფლებია სხვის კუთვნილ მოძრავ ნივთს, შესაბამისად, არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177- მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია