Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სტაჟიორების მისაღები კონკურსი გამოცხადდა

23-10-2014
ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სტაჟიორების მისაღები კონკურსი გამოცხადდა

მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ- ჩვევების ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით ოზურგეთის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკუსს სტაჟიორთა მისაღებად

სასამართლოში სტაჟირების ვადაა 6 (ექვსი)თვე. სტაჟირების გავლა წარმოებს ანაზღაურების გარეშესტაჟიორი, სასამართლოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებით და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით, ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებსრომელიც

შეიძლება ეხებოდეს სასამართლოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ზოგადად სასამართლოს საქმიანობის

საკითხებს. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს მიეცემა სტაჟირების სერტიფიკატი.

სტაჟიორობის კანდიდატი შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, ასევე იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი ან დამამთავრებელის წინა კურსის სტუდენტი.

სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება კომპიუტერთან მუშაობისა (სამომხმარებლო დონეზე) და შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

) საქართველოს კონსტიტუცია;

) საერთო სასამართლოების შესახებსაქართველოს ორგანული კანონი;

) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

) საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსები;

) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და ადმინისტრაციული საპროცესო   

   კოდექსები;

) საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები.

"", "" და "" ქვეპუნქტებში მითითებული კანონმდებლობის ცოდნა სტაჟიორობის   

   კანდიდატს მოეთხოვება სტაჟირების განაცხადში მითითებული სპეციალიზაციის 

   გათვალისწინებით.

დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს,

ელექტრონული განაცხადი უნდა შეიტანონ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge (იხ. ბმული) და ძებნის სისტემაში უნდა მიუთითონ -  ოზურგეთის რაიონული სასამართლო.

საბუთების ელექტრონულად წარდგენის ვადაა 2014 წლის 7 ნოემბრამდე

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით, განცხადების გამოქვეყნებიდან არაუადრეს სამი კვირისა.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია