ოზურგეთის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს სასამართლოს აპარატის შემდეგ საშტატო თანამდებობებზე: 1) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივანი; 2) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სპეციალისტი; 3) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების კურიერ-მძღოლი.
კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად: 1) აპლიკაციების გადარჩევა 2) გასაუბრება. მე-2 ეტაპზე მონაწილოებას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს შესაბამისი ვაკანსიისთვის დადგენილ მოთხოვნებს. მე-2 ეტაპზე გადასულ კანდიდატთან დაკავშირება მოხდება მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. კონკურსს ჩაატარებს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 17 მარტი. ვაკანსიების ჩამონათვალი და სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge ,,ვაკანსიების ძებნის“ გვერდზე, ველში ,,დამსაქმებელი“, მიუთითეთ ,,ოზურგეთის რაიონული სასამართლო“.
|