Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ოზურგეთის სასამართლო აცხადებს კონკურსს

30-08-2013
ოზურგეთის სასამართლო აცხადებს კონკურსს

ოზურგეთის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად. კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით. კონკურსში მონაწილოებას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს შესაბამისი ვაკანსიისთვის დადგენილ მოთხოვნებს. კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთან მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. კონკურსს ჩაატარებს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 9 სექტემბერი. ვაკანსიების ჩამონათვალი და სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge ”ვაკანსიების ძებნის” გვერდზე, ველში ”დამსაქმებელი”, მიუთითეთ ,”ოზურგეთის რაიონული სასამართლო”.                                                                                                                   


                                                                                                                                           


                                                                                                                                             სასამართლოს ადმინისტრაცია

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია