Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

proeqtebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საზაფხულო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

20-06-2014
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საზაფხულო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. შეხვედრა აქტიური დიალოგისა და კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეები გაერკვნენ სისხლის სამართლის საქმეების განხილვის პროცედურებში, არასწულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. დაინტერესდნენ და ინფორმაცია მიიღეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ. დაათვალიერეს სასამართლოს შენობა და სხდომათა დარბაზები, გაეცვნენ სასამართლო ხელისუფლების შესახებ დამზადებულ ვიდეორგოლებს. მათ კმაყოფილება გამოხატეს შეხვედრის მიმდინარეობით და მსგავსი ღონისძიებების ხშირად გამართვის სურვილი გამოთქვეს.

 

 

18.12.2013
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში იმიტირებული პროცესი გაიმართა

უთაისის
საქალაქო სასამართლოსა და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე 2013 წლის 18 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებმა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს, რა დროსაც მათ გაინაწილეს პროკურორების, ადვოკატების და ბრალდებულის როლები. ნაფიცმა მსაჯულებმა მოისმინეს ბრალდებისა და დაცვის მხარის არგუმენტები, გაეცნენ მტკიცებულებებს, იმსჯელეს და გამოიტანეს შესაბამისი ვერდიქტი. მსგავსი ღონისძიებების მიზანია სტუდენტების ინფორმირებულობა, მათში სამართლებრივი კულტურის ამაღლება და ახალი სასამართლო სისტემის განვითარება, სადაც გადაწყვეტილებას თავად საზოგადოება იღებს. სხდომის დასრულებისას დამწრე პირებმა და სტუდენტებმა იმიტირებული პროცესი დადებითად შეაფასეს და მსგავსი ღონისძიებების ხშირად გამართვის სურვილი გამოთქვეს.

 

 


29.06.2013
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართულ იმიტირებულ პროცესში გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა
2013წლის 29 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით, იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესში მონაწილე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს დახმარება გაუწიეს ქუთაისის რაიონულმა პროკურატურამ და იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის ბიურომ. დასასრულს ჟიურის მიერ გამოვლენილი იქნა გამარჯვებული გუნდი, რომლის წევრებსაც სხვადასხვა საჩუქრები და სიგელები გადაეცათ. ასევე მადლობის წერილი გადაეცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სტუდენტური თვითმმართველობისაგან, მსგავსი ტიპის პროექტების ხელშეწყობისათვის.

 

 

 

28.06.2013წ
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში იმიტირებული პროცესი გაიმართა.
2013წლის 28 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ხელშეწყობით და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის "ელსა" - ქუთაისის ორგანიზებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა. რაშიც მონაწილეობას იღებდნენ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებსაც პროცესის მომზადებაში დახმარება გაუწიეს ქუთაისის რაიონულმა პროკურატურამ და იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის ბიურომ. პროცესში მონაწილე სტუდენტებმა და დამსწრე პირებმა იმიტირებული სხდომები დადებითად შეაფასეს და ერთხმად აღნიშნეს რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ზრდას და ამაღლებას.

 

 

13.04.2013
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში იმიტირებული პროცესი გაიმართა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე 2013 წლის 13 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტებმა იმიტირებული წინასასამართლო სხდომა გამართეს, რა დროსაც მათ გაინაწილეს მოსამართლის, პროკურორების, ადვოკატების და ბრალდებულის როლები. მსგავსი ღონისძიებების მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობა და მათში სამართლებრივი კულტურის ამაღლება. სხდომის დასრულებისას დამწრე პირებმა და სტუდენტებმა იმიტირებული პროცესი დადებითად შეაფასეს და მსგავსი ღონისძიებების ხშირად გამართვის სურვილი გამოთქვეს.

 

 

 

19.03.2013
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა. რა დროსაც ისინი შეხვდნენ სასამართლოს თავმჯდომარეს და მენეჯერს. საუბარი შეეხებოდა სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის საპროცესო პროცედურებს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს და ამ კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკას. სტუდენტები დაინტერესდნენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ინფორმაციებით, რაზედაც მიიღეს შესაბამისი განმარტებები. შეხვედრისას მათ დაურიგდათ ბროშურა "ბავშვი და სამართალი". სტუდენტები კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს თანამშრომელთა გულისხმიერებით, გაწეული დახმარებით და ამგვარი ღონისძიებების ხშირად გამართვის სურვილი გამოთქვეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლო კვლავ გეგმავს მსგავსი საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრების გამართვას.

 

 

08.12.2012წ
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით იმიტირებული პროცესი გაიმართა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე 2012 წლის 08 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტებმა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს, რა დროსაც მათ გაინაწილეს მოსამართლის, პროკურორების, ადვოკატების და ბრალდებულის როლები. ნაფიცმა მსაჯულებმა მოისმინეს ბრალდებისა და დაცვის მხარის არგუმენტები, გაეცნენ მტკიცებულებებს, იმსჯელეს და გამოიტანეს შესაბამისი ვერდიქტი. მსგავსი ღონისძიებების მიზანია მოსახლეობის ინფორმირებულობა, მათში სამართლებრივი კულტურის ამაღლება და ახალი სასამართლო სისტემის განვითარება, სადაც გადაწყვეტილებას თავად საზოგადოება იღებს. სხდომის დასრულებისას დამწრე პირებმა და სტუდენტებმა იმიტირებული პროცესი დადებითად შეაფასეს და მსგავსი ღონისძიებების ხშირად გამართვის სურვილი გამოთქვეს.


 

10.11.2011
ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2011 წლის 10 ნოემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავჯდომარემ ლევან თევზაძემ და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ მოაწერეს. მემორანდუმის საფუძველზე დაგეგმილია ისეთი პროგრამების განხორციელება, რომლებიც ითვალისწინებს სამართლებრივი კვლევების ჩატარებას. ასევე სასამართლო სისტემის პოპულარიზაციას, საგანმანათლებლო საქმიანობასა და სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ბაზაზე იგეგმება იურიდიული კლინიკის ჩამოყალიბება, რომელიც მოიცავს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროებს. ამავე პროექტის ფარგლებში სტუდენტებისთვის მომზადდება იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამები. მემორანდუმის ხელისმოწერის ცერემონია აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია