Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

mosamarTleebi

ნიკოლოზ მარგველაშვილი
ნიკოლოზ მარგველაშვილი

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1985 წლის 19 ოქტომბერს, ქ.ქუთაისში.

2003 წელს დაამთავრა ქ.ქუთაისის, მე-2 საშუალო სკოლა.

2007 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობით - სამართალმცოდნეობა. (ბაკალავრის ხარისხი)

2010 წელს დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობით - სამართალმცოდნეობა. (მაგისტრის ხარისხი)

2007-2008 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კანცელარიაში სპეციალისტის თანამდებობაზე.

2008-2010 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნის თანამდებობაზე.

2010-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში სხდომის მდივნის თანამდებობაზე.

2011-2012 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სისხლის სამართლის საქმეთა სექტორის უფროსის თანამდებობაზე.

2012-2013 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2013-2014 წლებში მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების ბიუჯეტის ანალიზის დეპარტამენტში წამყვანი აუდიტორის თანამდებობაზე.

2014-2016 წლებში მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტში წამყვანი აუდიტორის თანამდებობაზე.

2009 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2010 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2010 წელს ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2014 წელს გაიარა კურსი - ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგიაში, ეფექტიანობის აუდიტის მეთოდოლოგიასა და შიდა აუდიტის საფუძვლებში.

არჩეულ იქნა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ 2016 წლის 09 ივლისს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრად.

არჩეულ იქნა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ 2017 წლის 24 ივნისს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრად.

2016 წლიდან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი, სალექციო კურსი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“. 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2016 წლის 04 იანვრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით,  დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლედ.  

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლე. 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით 03 ივნისიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით გამწესდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

 


აპარატი
მარი ლომიძე
მარი ლომიძე

სხდომის მდივანი

ბიოგრაფია
  1. მარი მამუკას ასული ლომიძე დაიბადა 1999 წლის 9 აგვისტოს ქალქ ქუთაისში

  2. 2017 წელს, ოქროს მედალზე დაამთავრა ქალაქ ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლა

  3. 2021 წელს წარჩინებით დაამთავრა ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის,სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის,სამართლის საბაკალავრო პროგრამა

  4. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში იღებდა პრეზიდენტის სახელობის სახელმწიფო სტიპენდიას

  5. 2021 წლიდან სწავლა განაგრძო ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის,სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე

  6. 2018-2019 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის სტაჟიორი

  7. 2019-2020 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სტაჟიორი

  8. 2021 წელს ჩააბარა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის გამოცდა და მოიპოვა სერთიფიკატი

  9. 2021 წლის 27 სექტემბერს დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე.

  10. 2022 წლის 17 ოქტომბერს დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის თანამდებობაზე.

 
 
მიხეილ ბებიაშვილი
მიხეილ ბებიაშვილი

მოსამართლე

ბიოგრაფია
  1. დაიბადა 1971 წლის 16 ნოემბერს, ქ. ზესტაფონში;

  2. 1988 წელს დაამთავრა ზესტაფონის #2 საშუალო სკოლა;

  3. 1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

  4. 1998 წელს სწავლება გაიარა აშშ-ის II ოლქის სააპელაციო სასამართლოში - სასამართლო საქმისწარმოების და ადმინისტრირების საკითხებზე;

  5. 2000 წელს სწავლება გაიარა საფრანგეთში, გრეფიების ეროვნულ სკოლაში, ევრო კავშირისა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის პროექტით, სასამართლო პერსონალის მომზადების და გადამზადების საკითხებზე;

  6. 1991 წელს (აპრილიდან ნოემბრამდე) მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი ინფორმატიკისა და კანონმდებლობის სისტემატიზაციის განყოფილებაში ინსპექტორად;

  7. 1991-1997 წლებში მუშაობდა ამავე განყოფილების უფროს ინსპექტორად;

  8. 1994-1997 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამდივნოს;

  9. 1997-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის საბჭოს კანცელარიის გამგედ;

  10. 1999-2003 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრატორად;

  11. 1999-2003 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრატორად;

  12. 2003-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე;

  13. 2005-2014 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე;

  14. 2015-2016 წლებში იყო შპს ,,საქართველოს მელიორაციის“ იურიდიული სამსახურის უფროსი. გენერალური დირექტორის მრჩეველი;

  15. 2016-2019 წლებში იყო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

  16. 2020 წელს მუშაობდა შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის მრჩევლის თანამდებობაზე.

  17. 2020 წლიდან არის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.


აპარატი
სოფიო ბრეგვაძე
სოფიო ბრეგვაძე

მოსამართლის თანაშემწე
ელ-ფოსტა: sbregvadze@court.ge

ბიოგრაფია
  1. სოფიო ბრეგვაძე დაიბადა 1990 წლის 10 იანვარს ქალაქ ქუთაისში.

  2. 2006 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის N33 საჯარო სკოლა.

  3. 2010 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისსაზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით, მიენიჭაბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

  4. 2012 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფოუნივერსიტეტის ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურადა მიენიჭა სისხლის სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. წარმატებით დაიცვა სადიპლომო თემა: "ტრეფიკინგი - 21-ე საუკუნის მონობა". არჩეული სპეციალობის საფუძვლიანი დაუფლების მიზნით აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში და სემინარებში, გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგები: ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის საბჭოს მექანიზმები და ევროპული სასამართლოს მუშაობის სტრუქტურის განხილვა; ადამიანის უფლებების და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციების განხილვა; ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ნორმების განხილვა, საარჩევნო სისტემის და წესების გაცნობა და შესწავლა.

  5. 2009-2010 წლებში გაიარა სტაჟირება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში.

  6. 2010-2011 წლებში გაიარა სტაჟირება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, აქტიურად იღებდა მონაწილეობას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დებატ-კლუბში, იყო დებატ-კლუბის წევრი.

  7. 2011-2012 წლებში გაიარა სტაჟირება იმერეთის-ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროში.

  8. 2012-2014 წლებში გაიარა სტაჟირება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო და სისხლისსამართლის სპეციალობით.

  9. 2015 წლის მაისიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის თანამდებობაზე

  10. 2018 წლის ივლისიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლად ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

  11. 2022 წლის 15 თებერვლიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

 
 
ციცინო კიკვაძე
ციცინო კიკვაძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1970 წლის 6 იანვარს, ჩოხატაურის რაიონში.
1987 წელს დაამთავრა ჩოხატაურის N1 საშუალო სკოლა.
1995 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1990-1993 წლებში მუშაობდა ჩოხატაურის რაიონის კოოპერატივ ''მეკონსერვეს'' იურისკონსულტად.
1993-1994 წლებში მუშაობდა ჩოხატაურის გიმნაზიაში ისტორიის მასწავლებლად.
1995-1997 წლებში მუშაობდა შპს ''ნაბეღლავის'' იურისკონსულტად.
1997-1998 წლებში მუშაობდა შპს ''ალიანსი-96''-ის იურისკონსულტად.
1998-1999 წლებში მუშაობდა ჩოხატაურის რაიონის საავადმყოფოს იურისტად.
1999-2005 წლებში მუშაობდა ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწედ.
2005 წლიდან არის ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2007-2009 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
2009 წლის სექტემბრიდან ჩარიცხულია საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს ლიკვიდაციის გამო.
2013 წლის დეკემრიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ სამწლიანი გამოსაცდელი ვადით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით 2016 წლის 22 ივლისიდან დაევალა მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.


აპარატი
თინათინ გიორხელიძე
თინათინ გიორხელიძე

მოსამართლის თანაშემწე
ელ-ფოსტა: tgiorkhelidze@court.ge

ბიოგრაფია
  1. თინათინ თეიმურაზის ასული გიორხელიძე დაიბადა 1978 წლის 31 ივლისს ქ. ზესტაფონში.

  2. 1995 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის №17 საშუალო სკოლა.

  3. 2001 წელს დაამთავრა ქ. თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

  4. 2004 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა.

  5. 2003 - 2004 წელებში მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის სპეციალისტად.

  6. 2004 - 2005 წელებში მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის წამყვან სპეციალისტად.

  7. 2005 წლიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე

 
ია დვალიშვილი
ია დვალიშვილი

სხდომის მდივანი
ელ-ფოსტა: idvalishvili@court.ge

ბიოგრაფია
  1. ია ალექსანდრეს ასული დვალიშვილი დაიბადა 1985 წლის 08 ივლისს ქ.ქუთაისში.

  2. 2002 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის კლასიკური გიმნაზია.

  3. 2007 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ.ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სპეციალობით სამართალმცოდნე, კვალიფიკაციით მაგისტრთან გათანაბრებული.

  4. 2010 წელს გაიარა სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლა - მოსამართლის თანაშემწის შემსწავლელი კურსები

  5. 2012 წელს გაიარა საქართველოს ეროვნული ბანკის კვალიფიკაციის ამაღლების კურსი - მსოფლიოში არსებული ფულის ნიშნების დაცვითი სისტემა

  6. 2013 წელში გაიარა მიგრაციის ცენტრის საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კონცეფციის გათვალისწინებით ტრენინგი, ინფორმირებული მიგრაცია;

  7. 2015 წელს გაიარა კურსი საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების ინსტიტუტის და საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის,"ჩვენი მუნიციპალიტეტი" - ეფექტური ჩართულობა, ურბანული განვითარება და კომუნიკაცია. მუნიციპალიტეტის გაძლიერებასთან დაკავშირებით სამოქალაქო ჩართულობა და მონაწილეობა ქალაქის განვითარების პროცესებში. ინოვაციური ცვლილებები და პერსპექტივები.

  8. 2016-2017 წლებში გაიარა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის GIPA - ს სასერტიფიკატო კურსი - ბიზნესის მენეჯმენტში.

  9. 2007 წელს ასრულებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწის მოვალეობას.

  10. 2007 წელს მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის სპეციალისტად.

  11. 2007-2010 წლებში მუშოაბდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის თანამდებობაზე

  12. 2011-2012 წლებში მუშაობდა სს "პრივატბანკი"_ს - საცალო დაკრედიტების

  13. 2012-2015 წლებში მუშაობდა სს "პრივატბანკი"_ს - მოლარე ოპერატორად

  14. 2015- 2018 მუშაობდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტად

  15. 2018 წლის აპრილიდან 2018 წლის ივლისამდე ასრულებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწის მოვალეობას

  16. 2018 წლის ივლისიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის თანამდებობაზე

 
ფატმანი მინდიაშვილი
ფატმანი მინდიაშვილი

სხდომის მდივანი
ელ-ფოსტა: pmindiashvili@court.ge
კომენტარი: ტყიბულის მაგისტრატი სასამართლო

ბიოგრაფია
  1. ფატმან მინდიაშვილი დაიბადა 1974 წლის 20 ოქტომბერს ქ.ქუთაისში.

  2. 1981 - 1991 წლებში სწავლობდა ტყიბულის რაიონის სოფელ სოჩხეთის საშუალო სკოლაში.

  3. 1993- 1998 წლებში სწავლობდა ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე.

  4. 2005 წელს ჩაბარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტესტური გამოცდა.

  5. 2000 წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა ტყიბულის რაიონულ სასამართლოში (შემდგომში ტყიბულის მაგისტრატი სასამართლო) მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.

  6. 2011 წელიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოს აპარატის სხდომის მდივნის თანამდებობაზე.

 
 
ციცინო მოსიძე
ციცინო მოსიძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1971 წლის 12 ოქტომბერს ქ. ბაღდათში. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
გალის რაიონის სოფ. შეშელეთის აკად. ი.ნ. ვეკუას სახ. ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის 8 კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა გალის №102 პროფესიულ - ტექნიკურ სასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1989 წელს.
1990 წელს ჩაირიცხა მოსკოვის იურიდიულ ინსტიტუტში. 
1992 წელს სწავლა განაგრძო და 1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1997-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს აგრალურ მეცნიერებათა აკადემიის ბაღდათის ინსტიტუტის იურიდიულ მეცნიერებათა კათედრაზე მასწავლებლად.
1999-2000 წლებში პარალელურად მუშაობდა ბაღდათის რაიონის სოფ. ნერგეეთის თემის საკრებულოს აპარატის უფროსად.
2000-2005 წლებში მუშაობდა ნ. ნიკოლაძის სახელობის საქართველოს მრავალპროფილიანი აკადემიის ბაღდათის ინსტიტუტის იურიდიულ მეცნიერებათა კათედრის დოცენტად.
2002-2005 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი და მუშაობდა ბაღდათის რაიონის ადვოკატურაში ადვოკატად.
2005 წლის თებერვლიდან გაწევრიანდა სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში”.
2005 წლის 22 სექტემბერს  დაინიშნა ბაღდათის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ. 
2006-2007 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
2008 წლის 23 აპრილს დაეკისრა ბაღდათის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით  2010 წლის 01 მარტიდან დაევალა მოსამართლის უფლებამოსილების განახორციელება ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით  2010 წლის 22 სექტემბრიდან დაევალა მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება ბაღდათის მუნიციპალიტეტში.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 21 სექტემბრის №1/138 გადაწყვეტილებით  გათავისუფლდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 25 დეკემბრის №1/215 გადაწყვეტილებით 2016 წლის 4 იანვრიდან გამწესდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით 2016 წლის 5 იანვრიდან დაევალა მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება ბაღდათის მუნიციპალიტეტში.

 


აპარატი
თეონა აბზიანიძე
თეონა აბზიანიძე

სხდომის მდივანი
ელ-ფოსტა: tabzianidze@court.ge

ბიოგრაფია
  1. თეონა ბორისის ასული აბზიანიძე დაიბადა 1985 წლის 16 აგვისტოს ქ. ხონში.

  2. 2001 წელს დაამთავრა ხონის რაიონის სოფ. პატარა ჯიხაიშის საჯარო სკოლა.

  3. 2004 წელს დაამთავრა ხონის N9 პროფესიული სასწავლებელი.

  4. 2008 წელს დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრიატი.

  5. 2009 წლის 11 დეკემბერს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალობით.

  6. 2010 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა სისხლის სამართლის სპეციალობით.

  7. 2008 წლის 01 ივნისიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიარა ექვს თვიანი სტაჟირების კურსი.

  8. 2009 წლის 16 მარტიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე.

  9. 2009 წლის 01 ივლისიდან კონკურსის შედეგად გადაყვანილი იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის სპეციალისტის თანამდებობაზე.

  10. 2012 წლის 21 მარტიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის თანამდებობაზე

 
ბორენა იობიძე
ბორენა იობიძე

მოსამართლის თანაშემწე
ელ-ფოსტა: biobidze@court.ge

ბიოგრაფია
  1. ბორენა არჩილის ასული იობიძე დაიბადა 1991 წლის 03 ნოემბერს ქ. ქუთაისში.

  2. 2010 წელს დაამთავრა წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფურჩხეთის საჯარო სკოლა.

  3. 2014 წელს დაამთავრა აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი სამართლის სპეციალობით, მიიღო ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

  4. 2015 წელს ჩააბარა მაგისტრატურაზე აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საჯარო სამართლის მიმართულებით.

  5. 2012-2013 წლებში გაიარა სტაჟირება კერძო ადვოკატურაში.

  6. 2016 წელს გაიარა სტაჟირება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში

  7. 2014 წლის აპრილიდან 2015 წლის თებერვლამდე მუშაობდა წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფურჩხეთის საჯარო სკოლაში საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე.

  8. 2011 წლიდან 2016 წლის მარტამდე მუშაობდა შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენში“ ოპერატორის თანამდებობაზე.

  9. 2016 - 2017 წლებში ასრულებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის შემცვლელის მოვალეობას

  10. 2017-2020 წლებში მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის მოვალეობის შემსრულებლად

  11. 2020 წლის 25 თებერვლიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე

 
 
მანანა ნიკაჭაძე
მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

მანანა  ნიკაჭაძე  დაიბადა 1964 წლის 5 აგვისტოს  ქალაქ ზესტაფონში.
1981 წელს წარჩინებით დაამთავრა ზესტაფონის რაიონის სოფელ ტაბაკინის საშუალო სკოლა.
1982 წელს დაამთავრა ზესტაფონის №152 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი.
1984 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დღის განყოფილებაზე და დაამთავრა 1989 წელს.
იმავე წელს მუშაობა დაიწყო ზესტაფონის რაიონული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში (შემდგომში რაიონის გამგეობა) ჯერ არქივარიუსად, შემდეგ იურისტად. 
1997-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ზესტაფონის მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილების ინსპექტორად. 
1995-1998 წლებში მუშაობდა ქ. ზესტაფონის №7 საშუალო სკოლაში მასწავლებლად.
1999 წლის 15 მაისიდან  2009 წლის ოქტომბრამდე იყო ხარაგაულის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, 2001 წლიდან ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.
2010 წლის მარტიდან 2014 წლის იანვრამდე იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი.
2014 წლის იანვრიდან მუშაობდა ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის იურისტად.
2016 წლის 25 ივლისიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლედ ბაღდათის მუნიციპალიტეტში.
2016 წლის 25 ივლისადან ახორციელებს მოსამართლის უფლებამოსილებას ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
დასაოჯახებელი.


აპარატი
ლანა ნეფარიძე
ლანა ნეფარიძე

სხდომის მდივანი
ელ-ფოსტა: lnefaridze@court.ge

ბიოგრაფია
  1. ლანა თეიმურაზის ასული ნეფარიძე დაიბადა 1996 წლის 30 მაისს ქ. ჭიათურაში.

  2. 2014 წელს დაამთავრა ქ. ჭიათურის #1საჯარო სკოლა.

  3. 2018 წელს წარჩინებით დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სამართლის საბაკალავრო პროგრამა და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

  4. 2020 წელს წარჩინებით დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა და მიენიჭა სისხლის სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

  5. 2017 წლის მაისიდან -სექტემბრამდე გაიარა სტაჟირება „US Department of Justice and EU Delegation to Georgia“-ში. რა დროსაც ახორციელებდა სასამართლო სხდომების მონიტორინგს.

  6. 2017-2018 წლებში გაიარა სტაჟირება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

  7. 2018 წელს წარმატებით გაიარა იურიდიული დახმარების სამსახურის ბაზაზე ფუნქციონირებადი სისხლის სამართლის იურიდიული კლინიკის 3 თვიანი პროგრამა.

  8. 2018 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

  9. 2019 წლის თებერვლიდან - დეკემბრამდე დანიშნული იყო ანაზღაურებად სტაჟიორად სსიპ ქუთაისის იუსტიციის სახლში.

  10. 2022 წლის 15 თებერვლიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის თანამდებობაზე.

 
ოლეგი ნიკოლაიშვილი
ოლეგი ნიკოლაიშვილი

სხდომის მდივანი
კომენტარი: ბაღდათის მაგისტრატი სასამართლო

ბიოგრაფია
  1. ოლეგ ნიკოლაიშვილი დაიბადა 1994 წლის 5 იანვარს

  2. 2012 - 2016 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტზე. აქვს ბაკალავრის ხარისხი

  3. 2016 - 2018 წლებში წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი. მიიღო მაგისტრის ხარისხი

  4. 2018 წელს მიიღო დიპლომის შემდგომი განათლება მოსკოვის მ.ვ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში "კომპანიის იურისტი"

  5. 2016-2018 წლებში მუშაობდა შ.პ.ს "იბერი"

  6. 2017 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციისთ

  7. 2018 წელს მუშაობდა კომპანია შ.პ.ს "Асфалия Legal service"

  8. 2020 წელს დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სპეციალისტის თანამდებობაზე

  9. 2021 წელის 3 აგვისტოდან დაეკისრა სხდომის მდივნის მოვალების შესრულება

 
ლალი ტურავა
ლალი ტურავა

მოსამართლის თანაშემწე
ელ-ფოსტა: lturava@court.ge

ბიოგრაფია
  1. ლალი მიხეილის ასული ტურავა დაიბადა 1969 წლის 26 სექტემბერს ქ. ქუთაისში.

  2. 1984 წელს დაამთავრა ქუთაისის 30-ე საშუალო სკოლის არასრული კურსი.

  3. 1988 წელს დაამთავრა ქუთაისის ავტომექანიკური ტექნიკუმი ლითონების ჭრით დამუშავების სპეციალობით.

  4. 1993 წელს დაამთავრა ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის სპეციალობით.

  5. 2006 წელს დაამთავრა ქუთაისის საერო ინსტიტუტი გელათის იურიდიულ-ეკონომიკური ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

  6. 1988 წლის 14 მარტიდან 13 სექტემბრამდე მუშაობდა ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში სამუშაოთა გამანაწილებლად.

  7. 2003-2006 წლებში მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მბეჭდავ-ოპერატორად.

  8. 2006 წლის 01 მარტიდან 03 აპრილამდე მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კანცელარიის სპეციალისტის თანამდებობაზე.

  9. 2006 - 2017 წლებში მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის თანამდებობაზე

  10. 2017 წლის 5 ივნისიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.

 
 
თათია გოგოლაური
თათია გოგოლაური

მოსამართლე

ბიოგრაფია

თათია გიორგის ასული გოგოლაური
დაიბად 1983 წლის 19 მარტს . თბილისში;
განათლება:
2000 წელს დაამთავრა . კასპის 1 საერო გიმნაზია;
2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო ნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი.
2005 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი კომპლექსური სასწავლო კურსი სამოსამართლო სწავლების ცენტრში.
2013 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2016-2017 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება:
2004 -  2005 წლებში გაიარა სასწავლო საწარმოო პრაქტიკა თბილისის საოლქო სასამართლოში;
2006 წელს დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სხდომი მდივნის თანამდებობაზე.
2010 წელს დაინიშნა მოსამართლის თანაშემწის  თანამდებობაზე.
2018 წლის იანვრიდან არის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართე.


აპარატი
ელენე მაჭარაშვილი
ელენე მაჭარაშვილი

მოსამართლის თანაშემწე
ელ-ფოსტა: e.macharashvili@court.ge

ბიოგრაფია
  1. ელენე მაჭარაშვილი დაიბადა 1987 წლის 03 იანვარს ქ. ქუთაისში.

  2. 2004 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის მეორე გიმნაზია.

  3. 2008 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსი წარჩინების ხარისხი.

  4. 2010 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრატურა წარჩინების ხარისხით. წარმატებით დაიცვა სადიპლომო თემა: "სახელმწიფო მმართველობა და ტერიტორიულ-ორგანიზაციული ფორმები კონსტიტუციონალიზმში“.

  5. 2009-2010 წლებში სტაჟირების ექვსთვიანი კურსი გაიარა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში და იყო იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატის თანაშემწე. აგრეთვე მონაწილეობას ღებულობდა მათ მიერ განხორციელებულ პროექტებში.

  6. 2009 წლის 12 დეკემბერს წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.

  7. 2010 წელს მონაწილეობა მიიღო პროექტ "ახალგაზრდა ლიდერები საზოგადოების სამსახურში" და პროექტ "სახალხო მანიფესტის" ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგში - "ლიდერობა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების მონიტორინგი" და მოიპოვა სერთიფიკატი.

  8. 2010-2011 წლებში სტაჟირება გაიარა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო და სისხლის სამართლის სპეციალობით.

  9. 2011 -2012 წლებში მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის თანამდებობაზე

  10. 2012 წლის 12 იანვრიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე

  11. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

 
ანა რობაქიძე
ანა რობაქიძე

სხდომის მდივანი

ბიოგრაფია
  1. ანა თამაზის ასული რობაქიძე დაიბადა 1994 წლის 21 მარტს ქ. ქუთაისში.

  2. 2012 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის №3 საჯარო სკოლა.

  3. 2016 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.

  4. 2019 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი სისხლის სამართლის სპეციალობით. თემა - "რესოციალიზაციის როგორც სასჯელის მიზნის მიღწევის პრობლემა დახურული ტიპის დაწესებულებაში."

  5. 2014 წელს ევროპის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გაიარა სემინარები თემაზე: "მოლაპარაკების მართვის ხელოვნება", "ტრეფიკინგი, როგორც ტრანსნაციონალური დანაშაული."

  6. 2014-2015 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გაიარა 6 თვიანი სასწავლო კურსი სისხლის სამართალში და წარმატებით ჩააბარა გამოცდა.

  7. 2015 წელს მონაწილეობა მიიღო დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და იუსტიციის სახლის ერთობლივ პროგრამაში "მოხალისე" და გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი.

  8. 2015-2016 წლებში გაიარა 6 თვიანი სტაჟირების პროგრამა თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის სპეციალობით.

  9. 2016-2018 წლებში მუშაობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული საქმისწარმოების მრჩევლის პოზიციაზე.

  10. 2019 წელს მუშაობდა "ფინანსურ ბიუროში" რეგიონალური იურისტის პოზიციაზე და იყო კომპანიის წარმომადგენელი აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და სასამართლოში.

  11. 2019 წლის 30 დეკემბრიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის თანამდებობაზე

 
 
დარინა აბულაძე
დარინა აბულაძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

პირადი ინფორმაცია:
დაიბადა 1982 წლის 01 იანვარს. 
განათლება:
1999 წელს დაამთავრა ხულოს რაიონის, სოფელ ვაშლოვანის საშუალო სკოლა.
2004 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
2001-2002 წელს საქართველოს შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სამეცნიერო ინსტიტუტის ბათუმის ფაკულტეტზე გაიარა გადამზადების კურსები, პროფილით მცირე ბიზნესი, პერსონალური კომპიუტერის ოპერატორი.
2005 წელს ჩააბარა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის გამოცდა.
2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.
2013 წლის 02 მარტს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში.
2016-2017 წლებში  იყო სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება:
2000-2005 წწ. მუშაობდა .ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს კანცელარიის საქმისმწარმოებლად.
2005-2010 . მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანად.
2010 წლის მაისის თვიდან 2018 წლის 11 იანვრამდე მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწედ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით გამწესდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.


აპარატი
მარიამ კობახიძე
მარიამ კობახიძე

მოსამართლის თანაშემწე

ბიოგრაფია
  1. მარიამ გივის ასული კობახიძე დაიბადა 1998 წლის 18 თებერვალს ქუთაისში.

  2. 2016 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის N11 საჯარო სკოლა.

  3. 2020 წელს დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა.

  4. 2020 წელს ჩააბარა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.

  5. 2018-2021 წლამდე იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სტაჟიორი.

  6. 2021 წლის 27 მაისს დაინიშნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სპეციალისტად.

  7. 2022 წლის 12 ივლის წარჩინებით დაასრულა აკაკი წერეთლისა ხელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი

  8. 2022 წლის 12 სექტემბერს დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის თანამდებობაზე

 
ნინო მანაგაძე
ნინო მანაგაძე

სხდომის მდივანი

ბიოგრაფია

 

ნინო გურამის-ას მანაგაძე დაიბადა 2000 წლის 18 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისში

2018 წელს ვერცხლის მედალზე დაამთავრა გეგუთის თამარ მეფის სახელობის N1 საჯარო სკოლა

2022 წელს დაამთავრა ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სამართლის საბაკალავრო პროგრამა

უნივერსიტეტში სწავლის  პერიოდში იღებდა სახელმწიფო სტიპენდიას

2022 წლიდან სწავლა განაგრძო ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე

2022 წლის 21 ნოემბერს დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტად.

 

 
 
ნანა ჯოხაძე
ნანა ჯოხაძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

 

ნანა ჯოხაძე დაიბადა 1975 წლის 29 ნოემბერს, ქ. სამტრედიაში, ფარნავაზის ქ. №261-ში.
1992 წელს  დაამთავრა  სამტრედიის 7 საშუალო სკოლა.
1992 წელს ჩაირიცხა და 1997 წელს წარჩინებით  დაამთავრა ქუთაისის აკ.  წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
1997 წელს დაინიშნა სპს ,,აბაშის ჰუმანიტარული  და სამართლის ინსტიტუტში“ ლექტორად.
საქართველოს იუსტიციის  სასწავლო  ცენტრში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამ  თვიანი კურსი და 1999 წელს ჩააბარა სასწავლო პროგრამით გათვალიწინებული გამოცდა.
2000 წლიდან პარალელურად მუშაობდა ნიკო ნიკოლაძის სახელობის საქართველოს მრავალპროფილიან აკადემიაში ლექტორად.
2005 წლის 18 ივნისს ჩააბარა მოსამართლების საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო  და  ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით.
2005 წლის 6 ნოემბერს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალობით.
2005 წლის 1 მარტს დაინიშნა საადვოკატო ფირმა ,,სამართალში“ ადვოკატის  თანამდებობაზე.
2006 წლის 28 აპრილს გათავისუფლდა საადვოკატო ფირმა ,,სამართალში“ ადვოკატის  თანამდებობიდან პირადი  განცხადების  საფუძველზე.
2006 წლის 1 მაისიდან 2006 წლის 1 ნოემბრამდე ხელშეკრულებით მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოს კონსულტანტად სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების  საქმეთა პალატის სამდივნოში.
2007 წლის 20 თებერვალს დაინიშნა საადვოკატო ფირმა ,,სამართალში“ ადვოკატის თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა 2007 წლის 1 სექტემბერს პირადი განცხადების საფუძველზე.
2007 წლის 3  დეკემბრიდან 2009 წლის 28 მარტამდე სწავლობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.
2009 წლის ივლისიდან 2016 წლის თებერვლამდე მუშაობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწედ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 12 თებერვლის 1/38 გადაწყვეტილებით "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-4 და  41 პუნქტების შესაბამისად, გამწესდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის თანამდებობაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 3 წლის ვადით, 2016 წლის 15 თებერვლიდან.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის 2016 წლის 25 თებერვლის 8 ბრძანებით "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე დაევალა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლისა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების  განხორციელება.
2019 წლის ივნისიდან დაევალა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

 

 


აპარატი
ნანა გაბედავა
ნანა გაბედავა

მოსამართლის თანაშემწე
ელ-ფოსტა: ngabedava@court.ge

ბიოგრაფია
  1. ნანა მალხაზის ასული გაბედავა დაიბადა 1984 წლის 08 ივლისს ქ. სოხუმში.

  2. 2001 წელს დაასრულა ქ. ქუთაისის ჰუმანიტარული ლიცეუმი.

  3. 2001-2006 წლებში სწავლობდა ქ. ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტზე - სამართალმცოდნეობის სპეციალობით. მიენიჭა მაგისტრის წოდება, წარჩინების ხარისხით.

  4. 2007 წლის 11 ივნისს ჩააბარა ადვოკატურის საკვალიფიკაციო გამოცდა, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

  5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო ცენტრში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამ თვიანი კურსი და 2007 წლის 3 ივლისს ქალაქ თბილისში – იუსტიციის უმაღლეს სკოლაში წარმატებით ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა, ფლობს შესაბამის სერტიფიკატს.

  6. გავლილი აქვს სხვადასხვა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო სემინარები, მათ შორის:

  7. 2016 წლის 03-04 ივნისს გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო სემინარი თემაზე - მტკიცებულებათა ცნება (შეფასება, დასაშვებობა, გამოკვლევა, გამოქვეყნება და დემონსტრირება).

  8. 2016 წლის 25 ივნისს გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო სემინარი თემაზე - საპროცესო დოკუმენტების შედგენა.

  9. 2017 წლის 15-16 ივნისს გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო სემინარი თემაზე - მართლმსაჯულების ხელშეწყობა გენდერული თანასწორობის გზით.

  10. 2017 წლის 23-24 დეკემბერს გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო სემინარი თემაზე - ტრეფიკინგთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები: ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვა, განსაკუთრებით ბავშვთა ეფექტიანი დაცვა.

  11. 2018 წლის 28-29 აპრილს გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო სემინარი თემაზე - კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეთა (ეფექტიანი) განხილვა.

  12. 2010-2011 წლებში გაიარა 5 თვიანი სტაჟირება ქალაქ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის სპეციალობით.

  13. 2011 - 2018 წლებში მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სხდომის მდივნის თანამდებობაზე

  14. 2018 წლის 23 იანვრიდან დაეკისრა მოსამართლის თანაშემწის ფუნქციების განხორციელება.

  15. 2019 წლის მაისიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე

  16. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

 
ნიტა ფაიქიძე
ნიტა ფაიქიძე

სხდომის მდივანი
ელ-ფოსტა: npaikidze@court.ge

ბიოგრაფია
  1. ნიტა ზაზას ასული ფაიქიძე დაიბადა 1993 წლის 18 იანვარს ქალაქ ქუთაისში.

  2. 2011 წელს დაამთავრა აკად. ი. ჯავახიშვილის სახელობის კერძო სკოლა „იმედი“

  3. 2015 წელს დაამთავრა აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი სამართლის სპეციალობით, მიიღო ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

  4. 2014 წელს მიიღო მონაწილეობა სოხუმის სახელწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ პროექტში - „ჩემი პრეზიდენტი“.

  5. 2016 წელს გაიარა საქართველოს სახელმწიფო მოდერნიზაციის ინსტიტუტის საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამის „პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის“ ტრენინგ-კურსი და გადაეცა სერთიფიკატი.

  6. 2019 წელს დაამთავრა აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა და მიიღო მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ქუთაისის საქალაქო სასამართლო სტაჟიორი 2016 წლის მარტიდან 2017 წლის მაისამდე.

  7. 2017 – 2019 წლებში იმუშავა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მისაღები განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე.

  8. 2019 წლის აპრილიდან დაეკისრა აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის ფუნქციების განხორციელება.

  9. 2019 წლის 23 ივლისს დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის თანამდებობაზე

 
 
ქეთევან თხელიძე
ქეთევან თხელიძე

მოსამართლე

ბიოგრაფია
  1. დაიბადა 1986 წლის 12 მაისს, ხარაგაულში.

  2. 2003 წელს დაამთავრა დაბა ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია.

  3. 2007 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი.

  4. 2010 წელს დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი.

  5. 2008-2009 წლებში მუშაობდა თერჯოლის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.

  6. 2009-2010 წლებში მუშაობდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს თერჯოლის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის აპარატის მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.

  7. 2011-2014 წლებში მუშაობდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს აპარატის სხდომის მდივნის თანამდებობაზე და იმავდროულად ახორციელებდა მოსამართლის თანაშემწის უფლებამოსილებას.

  8. 2014-2020 წლებში მუშაობდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მენეჯერის-საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

  9. 2008 წელს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა.

  10. 2010 წელს ჩააბარა პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა.

  11. 2018 წელს ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

  12. 2019 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

  13. 2020 წლის 1 დეკემბრიდან გამწესდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.


აპარატი
ბექა ვირსალაძე
ბექა ვირსალაძე

მოსამართლის თანაშემწე
ელ-ფოსტა: bvirsaladze@court.ge

ბიოგრაფია
  1. დაიბადა 1994 წლის 12 მაისს ქ. ქუთაისში, დაამთავრა სსიპ თერჯოლის მუნიციპაილტეტის სოფელ ნახშიღელეს საჯარო სკოლა;

  2. 2021 წელს დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოც. მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა, არის სამართლის მაგისტრი;

  3. იყო არასამთავრობო ორგანიზაცია " საერთაშორისო ურთიერთობები და თანადგომა 2014 " -ის თავმჯდომარის მოადგილე;

  4. არის 2014 წლის მოწვევის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის დეპუტატი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი;

  5. 2016 წლის თებერევლიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით იყო შპს "საგანმანათლებლო საკონსულტაციო ჯგუფის" - იურისტი;

  6. 2018 წლის სექტემბრიდან დაინიშნა სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მოწვეული მასწავლებელის პოზიციაზე;

  7. 2019 წლის თებერვლიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით სტაჟირება გაიარა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში;

  8. 2019 წლის მაისიდან დაინიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ რეგიონული სამმართველოს - ანალიტიკოსის პოზიციაზე;

  9. 2019 წლის 19 სექტემბრიდან 2022 წლის 15 თებერვლამდე პერიოდში მუშობდა ცაგერის რაიონულ სასამართლოს, სხდომის მდივან-თანაშემწის პოზიციაზე;

  10. 2022 წლის 15 თებერვლიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწის პოზიციაზე

  11. ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.

  12. არის დასაოჯახებელი.

 
 

თანამდებობარაოდენობამდედრობითიმამრობითი
მოსამართლე972
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია