Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

proeqtebi

"დარგე ხე - გაამწვანე გარემო", - ამ სახელწოდებით ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე აქციას ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებიც შეუერთდნენ.

30-04-2010

"დარგე ხე - გაამწვანე გარემო", - ამ სახელწოდებით ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე აქციას ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებიც შეუერთდნენ. მათი ინიციატივითა და ძალისხმევით 30 აპრილს, ქუთაისში, აფხაზეთში დაღუპულ მეომართა სახელობის სკვერში 200 ძირი კოპიტი დაირგო.  გამწვანების აქცია უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ტარდება. "აქცია საგაზაფხულოა და დარგვის სეზონიც მთავრდება, ამიტომ ვიჩქარეთ შევერთებოდით უწმინდესის კურთხევას. გარდა იმისა, რომ პროექტის მიზანია საქართველოში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ამგვარ აქციაში მონაწილეობა თითოეული ჩვენგანისათვის ძალიან სასიამოვნო პროცესია", - განაცხადა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ ლევან თევზაძემ, რომელმაც აქციაში მონაწილეობა სასამართლოს აპარატის თანამშრომლებთან ერთად მიიღო.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია