Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

proeqtebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

24-12-2015
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

24.12.2015
სკოლის მოსწავლეების
ვიზიტი
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის ფარგლებში ქუთაისის საქალაქო, ბაღდათისა და ტყიბულის მაგისტრატმა სასამართლოებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ათამდე სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს. მოსწავლეებმა მიიღეს ზოგადი ინფორმაცია საერთო სასამართლოების სტრუქტურის შესახებ. გაეცვნენ ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით სისხლის სამართლის საქმეების განხილვის პროცედურებს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს და ამ კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკას, დაათვალიერეს სასამართლოს შენობები და სხდომის დარბაზები, ისინი კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს თანამშრომელთა გულისხმიერებით. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურცენტრის წარმომადგენლების მიერ სასამართლოს პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამაში თანამშრომლობისა და აქტიური მხარდაჭერისათვის მადლობის სიგელი გადმოეცაქუთაისის საქალაქო სასამართლო მომავალშიც გააგრძელებს მოზარდებთან მსგავსი ტიპის საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრების გამართვას.  

 

 

 

05.06.2015
მოსწავლეები ქუთაისის საქალაქო სასამართლოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის ფარგლებში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ამჯერად ქუთაისის №21-ე და №41-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. პროგრამის მიზანია მოზარდები იყვნენ ინფორმირებულები ქვეყანაში მოთხოვნადი პროფესიებისა და დასაქმების ადგილებთან დაკავშირებით. შეხვედრისას მოსწავლეებმა მიიღეს ზოგადი ინფორმაცია საერთო სასამართლოების სტრუქტურის შესახებ. გაეცვნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს და ამ კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკას, დაათვალიერეს სასამართლოს შენობა და სხდომათა დარბაზები, დაინტერესდნენ ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით სისხლის სამართლის საქმეების განხილვის პროცედურებით, რაზედაც მიიღეს შესაბამისი განმარტებები. შეხვედრის დასრულებისას გადაეცათ საინფორმაციო ბუკლეტები სასამართლოების შესახებ. მოსწავლეები კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს თანამშრომელთა გულისხმიერებით. ქუთაისის საქალაქო სასამართლო მომავალშიც გააგრძელებს მოზარდებთან მსგავსი ტიპის საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრების გამართვას.
 

 

 

19.03.2015
შეხვედრა მოსწავლეებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის ფარგლებში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატმა სასამართლომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ოთხი სხვადასხვა საჯარო სკოლის უფროსკლასელებს უმასპინძლა.  მოსწავლეებმა მიიღეს ზოგადი ინფორმაცია საერთო სასამართლოების სტრუქტურის შესახებ. გაეცვნენ ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით სისხლის სამართლის საქმეების განხილვის პროცედურებს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს და ამ კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკას, დაათვალიერეს სასამართლოს შენობა და სხდომის დარბაზი, მოსწავლეები კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს თანამშრომელთა გულისხმიერებით. ქუთაისის საქალაქო სასამართლო მომავალშიც გააგრძელებს მოზარდებთან მსგავსი ტიპის საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრების გამართვას.

 

 

 

27.10.2014
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები განაახლა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ამჯერად ქუთაისის №40 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უპასპინძლა. შეხვედრისას საუბარი შეეხებოდა საქართველოს საერთო სასამართლოების სტრუქტურას, სისხლის სამართლის საქმეების განხილვის პროცედურებს, ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს და ამ კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკას. მოსწავლეები დაინტერესდნენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ინფორმაციებით, რაზედაც მიიღეს შესაბამისი განმარტებები. გაეცვნენ ვიდეორგოლებს სასამართოების შესახებ. დაათვალიერეს ნაფიც მსაჯულთა სხდომის დარბაზი. დასასრულს მათ დაურიგდათ ბროშურა "ბავშვი და სამართალი". მოსწავლეები კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს თანამშრომელთა გულისხმიერებით, გაწეული დახმარებით და ამგვარი ღონისძიებების ხშირად გამართვის სურვილი გამოთქვეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლო კვლავ გეგმავს მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრების გამართვას.

 

 

 

04.06.2014
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის ფარგლებში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქუთაისის №2 და №30 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. პროგრამის მიზანია მოზარდები იყვნენ ინფორმირებულები ქვეყანაში მოთხოვნადი პროფესიებისა და დასაქმების ადგილებთან დაკავშირებით. შეხვედრისას მოსწავლეებმა მიიღეს ზოგადი ინფორმაცია საერთო სასამართლოების სტრუქტურის შესახებ. გაეცვნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს და ამ კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკას, დაათვალიერეს სასამართლოს შენობა და სხდომათა დარბაზები, დაინტერესდნენ ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით სისხლის სამართლის საქმეების განხილვის პროცედურებით, რაზედაც მიიღეს შესაბამისი განმარტებები. ასევე უყურეს ვიდეორგოლს ,,ვინ არის მოსამართლე’’.  შეხვედრის დასრულებისას გადაეცათ ბროშურა ,,ბავშვი და სამართალი’’.  მოსწავლეები კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს თანამშრომელთა გულისხმიერებით. ქუთაისის საქალაქო სასამართლო მომავალშიც გააგრძელებს მოზარდებთან მსგავსი ტიპის საინფორმაციო-შემეცმებითი ხასიათის შეხვედრების გამართვას.


 


01.06.2013
ქუთაისის საქალაქო სასამართლო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებს აგრძელებს

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ამჯერად ბაღდათის რაიონის სოფელ დიმის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. მოსწავლეები გაეცვნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს და ამ კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკას. ასევე დაინტერესდნენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ინფორმაციებით, რაზედაც მიიღეს შესაბამისი განმარტებები. შეხვედრისას მათ დაურიგდათ ბროშურა "ბავშვი და სამართალი". სტუმრები კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს თანამშრომელთა გულისხმიერებით, გაწეული დახმარებით და ამგვარი ღონისძიებების ხშირად გამართვის სურვილი გამოთქვეს.

 


 

 

 

19.12.2013
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ქართულ-ამერიკული სკოლა "პროგრესი"_ს მოსწავლეები ესტუმრნენ

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქართულ-ამერიკული სკოლა "პროგრესი"_ს მოსწავლეებს უმასპინძლა. შეხვედრისას საუბარი შეეხებოდა საქართველოს საერთო სასამართლოებში სისხლის სამართლის კატეგორიის საქმეების განხილვის პროცედურებს. ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს და ამ კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკას. მოსწავლეები დაინტერესდნენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ინფორმაციებით, რაზედაც მიიღეს შესაბამისი განმარტებები. შეხვედრის მიმდინარეობისას მოსწავლეები გაეცვნენ კომპიუტერულ თამაშს "სასამართლო" დასასრულს კი მათ დაურიგდათ ბროშურა "ბავშვი და სამართალი". ქუთაისის საქალაქო სასამართლო მომავალშიც გეგმავს მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრების გამართვას.

 

 

 

29.06.2013
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საზაფხულო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
2013 წლის 29 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საზაფხულო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასამართლოში განთავსებული ნაფიც მსაჯულთა სხდომის დარბაზი. გაეცვნენ ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით სისხლის სამართლის საქმეების განხილვის თავისებურებებს. დასვეს კითხვები და მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე, შეხვედრის დასრულებისას კი მსგავსი ტიპის ღონისძიებების ხშირი გამართვის სურვილი გამოხატეს.

 

 

 

 

21.05.2013
ქუთაისის საქალაქო სასამართლო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებს აგრძელებს
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 21 მაისს სოფელ კურსების საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. შეხვედრისას საუბარი შეეხებოდა საქართველოს საერთო სასამართლოებში სისხლის სამართლის კატეგორიის საქმეების განხილვის პროცედურებს. ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს და ამ კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკას. მოსწავლეები დაინტერესდნენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ინფორმაციებით, რაზედაც მიიღეს შესაბამისი განმარტებები. შეხვედრის მიმდინარეობისას მოსწავლეები გაეცვნენ კომპიუტერულ თამაშს ,,სასამართლო’’, ასევე ვიდეორგოლებს - ,,სასამართლო გზამკვლევი” და ,,ვინ არის მოსამართლე”, დასასრულს კი მათ დაურიგდათ ბროშურა "ბავშვი და სამართალი". ისინი კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს თანამშრომელთა გულისხმიერებით, გაწეული დახმარებით და ამგვარი ღონისძიებების ხშირად გამართვის სურვილი გამოთქვეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლო მომავალშიც გეგმავს მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრების გამართვას.

 

 

27.04.2013
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში იმიტირებული პროცესი გაიმართა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2013 წლის 27 აპრილს ანდრია რაზმაძის სახელობის N41 ფიზიკა–მათემატიკის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელების მონაწილეობით არასამთავრობო ორგანიზაცია "ლიბერალური კლუბი" -ს დახმარებით, ჭაბუა ამირეჯიბის რომანის "დათა თუთაშხია"-ს მიხედვით იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა. ღონისძიების მიმდინარეობისას მსჯელობა ეხებოდა ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი გმირის არქიფო სეთურის მიერ, სხვა პერსონაჟების უფლებების დარღვევას. სხდომის დასრულებისას დამწრე პირებმა და მოსწავლეებმა პროცესი დადებითად შეაფასეს და მსგავსი ღონისძიებების ხშირად გამართვის სურვილი გამოთქვეს.
 


 

12.06.2012
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ამჯერად №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ №13 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.ისინი შეხვდნენ სასამართლოს თავმჯდომარეს, მოსამართლეს და მენეჯერს. შეხვედრისას საუბარი შეეხებოდა საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო და სისხლის სამართლის კატეგორიის საქმეების განხილვის პროცედურებს. ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს და ამ კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკას. მოსწავლეებს განემარტათ თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის არსი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მნიშვნელობა და სხვა საკანონმდებლო ნოვაციები. ისინი გაეცვნენ კომპიუტერულ თამაშს "სასამართლო", ასევე ვიდეორგოლებს - სასამართლოების შესახებ, დასასრულს კი მათ გადაეცათ წიგნები "ბავშვი და სამართალი". აღნიშნულმა თემებმა მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია და მათ მსგავსი შეხვედრების ხშირი გამართვის სურვილი გამოთქვეს.


 

22.05.2012
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ამჯერად №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. ისინი შეხვდნენ სასამართლოს თავმჯდომარეს, მოსამართლეს და მენეჯერს. შეხვედრისას საუბარი შეეხებოდა საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო და სისხლის სამართლის კატეგორიის საქმეების განხილვის პროცედურებს. ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს და ამ კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკას. მოსწავლეები დაინტერესდნენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ინფორმაციებით, რაზედაც მიიღეს შესაბამისი განმარტებები. შეხვედრის მიმდინარეობისას მოსწავლეები გაეცვნენ კომპიუტერულ თამაშს "სასამართლო", ასევე ვიდეორგოლებს - "სასამართლო გზამკვლევი" და "ვინ არის მოსამართლე", დასასრულს კი მათ დაურიგდათ ბროშურა "ბავშვი და სამართალი". ისინი კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს თანამშრომელთა გულისხმიერებით, გაწეული დახმარებით და ამგვარი ღონისძიებების ხშირად გამართვის სურვილი გამოთქვეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლო მომავალშიც გეგმავს მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრების გამართვას.


 

24.04.2012
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

ისინი შეხვდნენ სასამართლოს თავმჯდომარეს, მოსამართლეს და მენეჯერს. შეხვედრისას საუბარი შეეხებოდა საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო და სისხლის სამართლის კატეგორიის საქმეების განხილვის პროცედურებს. ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს და ამ კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკას. მოსწავლეები დაინტერესდნენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ინფორმაციებით, რაზედაც მიიღეს შესაბამისი განმარტებები. შეხვედრის მიმდინარეობისას მოსწავლეები გაეცვნენ კომპიუტერულ თამაშს "სასამართლო", ასევე ვიდეორგოლებს - "სასამართლო გზამკვლევი" და "ვინ არის მოსამართლე", დასასრულს კი მათ დაურიგდათ ბროშურა "ბავშვი და სამართალი". ისინი კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს თანამშრომელთა გულისხმიერებით, გაწეული დახმარებით და ამგვარი ღონისძიებების ხშირად გამართვის სურვილი გამოთქვეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლო მომავალშიც გეგმავს მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრების გამართვას.

 

 

03.04.2012
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ამჯერად №11 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

ისინი შეხვდნენ სასამართლოს თავმჯდომარეს, მოსამართლეს და მენეჯერს. შეხვედრისას საუბარი შეეხებოდა საქართველოს საერთო სასამართლოებში მიმდინარე რეფორმებს. ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს და ამ კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკას. მოსწავლეები დაინტერესდნენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ინფორმაციებით, რაზედაც მიიღეს შესაბამისი განმარტებები. შეხვედრის მიმდინარეობისას მოსწავლეები გაეცვნენ კომპიუტერულ თამაშს "სასამართლო" და დაძლიეს მისი რამდენიმე ეტაპი, დასასრულს კი მათ დაურიგდათ ბროშურა "ბავშვი და სამართალი". მოსწავლეები კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს თანამშრომელთა გულისხმიერებით, გაწეული დახმარებით და ამგვარი ღონისძიებების ხშირად გამართვის სურვილი გამოთქვეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლო კვლავ გეგმავს მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრების გამართვას.

 

 

20.03.2012
ქუთაისის საქალაქო სასამართლო ქალაქის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებს აგრძელებს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ამჯერად №12 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ისინი შეხვდნენ სასამართლოს თავმჯდომარეს და მენეჯერს. შეხვედრისას საუბარი შეეხებოდა საქართველოს საერთო სასამართლოებში მიმდინარე რეფორმებსა და მომავალ გეგმებს. ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს და ამ კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკას. მოსწავლეები დაინტერესდნენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ინფორმაციებით, რაზედაც მიიღეს შესაბამისი განმარტებები. შეხვედრისას მათ დაურიგდათ ბროშურა "ბავშვი და სამართალი". მოსწავლეები კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს თანამშრომელთა გულისხმიერებით, გაწეული დახმარებით და ამგვარი ღონისძიებების ხშირად გამართვის სურვილი გამოთქვეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლო კვლავ გეგმავს მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრების გამართვას.

 

 

06.03.2012
ქუთაისის
საქალაქო სასამართლომ №9 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ №9 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ისინი შეხვდნენ სასამართლოს თავმჯდომარეს, მოსამართლეს და სასამართლოს მენეჯერს. შეხვედრისას საუბარი შეეხებოდა საქართველოს საერთო სასამართლოებში მიმდინარე რეფორმებს და მომავალ გეგმებსმოსამართლეები მოსწავლეებს ესაუბრნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე და ამ კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკაზე. მოსწავლეები დაინტერესდნენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ინფორმაციებით, რაზედაც მიიღეს შესაბამისი განმარტებები. შეხვედრისას მათ დაურიგდათ ბროშურა "ბავშვი და სამართალი". მოსწავლეები კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს თანამშრომელთა გულისხმიერებით, გაწეული დახმარებით და ამგვარი ღონისძიებების ხშირად გამართვის სურვილი გამოთქვეს. მსგავს შეხვედრებს სისტემატიური სახე მიეცემა და იგი ქალაქის თითქმის ყველა სკოლას მოიცავს.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია