Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქურდობაში ბრალდებული გაამართლა

28-07-2011

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 ივლისის განაჩენით, გრიგოლ იაკოვლევს ქურდობის ბრალდება მოეხსნა. ბრალდებულს გამოძიება ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩის 22 ნომერი საცხოვრებელი ბინის ლიფტის გაქურდვას ედავებოდა. ელექტროკარადის სპილენძის დეტალები ბრალდებულის საცხოვრებელ ბინაში იქნა აღმოჩენილი.

გრიგოლ იაკოვლევმა თავისი ჩვენებით ახსნა, რომ აღნიშნული ლითონის ნაწილები მან აღმაშენებლის ქუჩაზე იპოვა. პოლიეთილენის პარკში მოთავსებული სხვადასხვა დასახელების დეტალები იაკოვლევმა ჯართის მიმღებ პუნქტში ჩასაბარებლად აიღო. მოწმის სახით დაკითხულმა შპს "რაკკსლიფტის" ელექტრომექანიკოსმა დაადასტურა, რომ ბრალდებულის ბინიდან ამოღებულ ნივთებს ლიფტის ფუნქციონირების გარდა სხვა დანიშნულება არ გააჩნია. ამასთან, აღნიშნული დეტალების დიდ ნაწილს დაკარგული აქვს თავისი ფუნქცია და ფაქტობრივად, ნარჩენებს წარმოადგენს.

საქმეში არსებულ მოწმეთა ჩვენებებსა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლომ ბრალდებულის ჩვენება სარწმუნოდ მიიჩნია და მას ქურდობაზე წარდგენილი ბრალი მოუხსნა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია