Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პირობითი სასჯელი გამოიყენა

15-09-2011
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პირობითი სასჯელი გამოიყენა

2011 წლის 15 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შპს "სიტი ლაინის" დირექტორის ზაალ სახელაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. გამოძიების მასალების მიხედვით, სახელაშვილმა "სიტი ლაინის" სახელით შეგნებულად არ მიიღო მონაწილეობა ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მგზავრთა მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერში. ასეთ გარემოებაში უპირატესობა მიენიჭა შ.პ.ს. "იმერეტრანსი XXI"-ს, რომლის დირექტორი და 33% წილის მფლობელი თავად სახელაშვილი იყო. შედეგად, შ.პ.ს. "სიტი ლაინს" 10270 ლარით შეუმცირდა შემოსავალი, რამაც საწარმოს მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. სასამართლომ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საიდანაც წელიწადი და 8 თვე პირობითად ჩაეთვალა, მასვე დაეკისრა ბიუჯეტის სასარგებლოდ 10 000 ლარის გადახდა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია