Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქურდობაში ბრალდებული გაამართლა

16-09-2011
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქურდობაში ბრალდებული გაამართლა

2011 წლის 16 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქურდობაში ბრალდებული კოლია მაშანეიშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ბრალდების მხარე მას ბიძაშვილის ჯემალ მაშანეიშვილის საკარმიდამო ნაკვეთის ირგვლივ შემოვლებული ღობის ქურდობაში ედავებოდა. სასამართლომ შეისწავლა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებები და დაადგინა, რომ ბრალდებულს დანაშაული არ ჩაუდენია. როგორც სასამართლო გამოძიებით გაირკვა, სამი წლის წინ გადაუღებელი წვიმების გამო ადიდებულმა მდინარე ხანისწყალმა სანაპიროს გასწვრივ ჯემალ მაშანეიშვილის ღობის ნაწილი წაიღო. რადგან მეპატრონე რუსეთში იმყოფებოდა, დარჩენილი 7-8 მეტრი სიგრძის მავთულბადის ღობე კოლია მაშანეიშვილმა შეინახა, მომავალში ადიდებულ მდინარეს რომ არ წაეღო. მანვე გამოძიებას ნებაყოფლობით წარუდგინა ჯემალ მაშანეიშვილის ნაკვეთიდან მოხსნილი მავთულბადე. სასამართლომ დაადგინა, რომ დაზარალებული კეთილსინდისიერად შეცდა, როდესაც ბრალდებული დანაშაულის ჩადენაში ამხილა. კოლია მაშანეიშვილი კი მისდამი შერაცხულ ბრალში უდანაშაულოდ ცნო

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია