Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის მკვლელს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა

12-10-2011
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის მკვლელს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა

2011 წლის 12 ოქტომბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ იროდიონ ნაჭყებიას საქმის განხილვა დაასრულა და იგი წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნო. საქმის მასალების მიხედვით,  დანაშაული 2011 წლის 31 მაისს ზესტაფონის რაიონში, მოკლულის ოჯახში  მოხდა. სასამართლო განხილვებით დადგინდა, რომ იროდიონ ნაჭყებიას მეუღლესთან ნ.გ.-სთან კონფლიქტი ეჭვიანობის ნიადაგზე მოუვიდა. იმავე ღამეს მან ცოლი საწოლში, კისრის არეში ხელის მოჭერით დაახრჩო. ამის შემდეგ კი თვითნაკეთი დანით კისრის არეში დაზიანებები მიაყენა, რომ ცოლის სიკვდილში დარწმუნებული ყოფილიყო. დამნაშავემ შემთხვევის ადგილი იმავე ღამით დატოვა და მარტვილის რაიონში წავიდა. შინაგან საქმეთა რაიონულ განყოფილებაში იგი ნებაყოფლობით გამოცხადდა და ბრალი აღიარა. სასამართლომ 32 წლის იროდიონ ნაჭყებიას ჩადენილი დანაშაულისათვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია