Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა

08-11-2011
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა

2011 წლის 8 ნოემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებული დავით და ირაკლი ქუთათელაძეების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დააყენა.  საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულებმა ძალადობით, მუქარითა და ქურდული გარჩევების გზით მოინდომეს შპს"ბჯდი  და კომპანიაში" თავიანთი ბიზნეს-პარტნიორის - ბ. კ-ის წილის დაუფლება. 2011 წლის 6 მარტს,  მორიგი ქურდული გარჩევის დროს დავით და ირაკლი ქუთათელაძეებმა ბ. კ-ეს ქურდულ სამყაროში მიღებული წესებით ჩამოართვეს ერთი მილიონი ღირებულების ქონებრივი წილი. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებზე, ასევე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით დავით და ირაკლი ქუთათელაძეები წაყენებულ ბრალში დამნაშავედ ცნო. ქურდული სამყაროს წევრობის, ჯგუფური გამოძალვის, ძალადობის გამოყენების მუქარისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დავით ქუთათელაძეს 16 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა , ირაკლი ქუთათელაძეს კი 15  წლით პატიმრობა მიესაჯა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია