Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი

18-11-2011
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის  18 ნოემბრის განაჩენით, ბრალდებულები ვალერი ბოდოკია  და ბადრი ჭანტურიძე უდანაშაულოდ იქნენ ცნობილი. გამოძიება მათ ელექტრო ობიექტის ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესის დარღვევაში ედავებოდა. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ვარციხე-2005-ის  ექსპლუატაციის განყოფილების უფროსს ვალერი ბოდოკიასა  და განყოფილების ოსტატ ბადრი ჭანტურიძეს 2011 წლის  22 მაისს ჰეს-2-ში გეგმიური სამუშაო უნდა შეესრულებინათ. ბრალდების მხარის მტკიცებით, მათ დაარღვიეს სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების წესი და ვერ უზრუნველყვეს ბრიგადის წევრის ზურაბ ჩიქოვანის უსაფრთხოება. შედეგად, ამ უკანასკნელმა ელექტროძაბვის ზემოქმედების შედეგად სხეულის დამწვრობა და ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები და ბრალდების მხარის მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია. შედეგად, სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებულები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდნენ და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია