Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლო მსჯავრი დის მკვლელობისათვის

25-11-2011
სასამართლო მსჯავრი დის მკვლელობისათვის

2011 წლის 25 ნომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დის მკვლელობაში ბრალდებულ მერაბ ციბაძის  მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა და იგი წაყენებულ ბრალში დამნაშავედ ცნო. საქმის მასალების მიხედვით, და-ძმას შორის კონფლიქტი   ლოგინად ჩავარდნილი დედის მოვლის გამო წარმოიშვა. 2011 წლის 18 სექტემბერს,  ქუთაისიდან სოფელ ფარცხანაყანებში ავადმყოფი დედის სანახავად ჩასულ ნაზი კაშიასა და მისი ქალიშვილს  ლელა კაშიას ბრალდებული ჯერ სიტყვიერად, შემდეგ ფიზიკურად დაუპირისპირდა. მერაბ ციბაძემ დასა და დისწულს  ჯოხით სცემა, რითაც ლელა კაშიას თხემ-კეფის არეში ნაპობი ჭრილობა მიაყენა. ჯოხის წართმევის შემდეგ  მან ნაჯახის რამდენჯერმე  დარტყმით მოკლა ნაზი კაშია, ლელა კაშიამ კი თავს გაქცევით უშველა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერაბ ციბაძეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია