Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

14 წლიანი საპატიმრო მსჯავრი საყვარელი ქალის მკვლელობისთვის

28-11-2011
14 წლიანი საპატიმრო მსჯავრი საყვარელი ქალის მკვლელობისთვის

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 28 ნოემბრის განაჩენით,  14-წლიანი საპატიმრო მსჯავრი საყვარელი ქალის მკვლელობისთვის ბრალდებულს დაედო. დანაშაულებრივი ფაქტი 2011 წლის 19 სექტემბერს მოხდა. საჩხერის რაიონის სოფელ ლოდორაში მცხოვრებ ფრიდონ ტალახაძეს თანასოფლელ გულნაზი ტეფნაძის მოკვლის განზრახვა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც შეიტყო, რომ იგი სხვა მამაკაცთან დაქორწინებას აპირებდა. ბრალდებული მსხვერპლს სოფლების -ლონდორასა და ლიჩის დამაკავშირებელ გზაზე ჩაუსაფრდა, სადაც მეზობელ სოფელში პედაგოგად მომუშავე გულნაზი ტეფნაძეს უნდა გაევლო. ტალახაძემ ქალს ჯერ სცემა, შემდეგ კი იქვე გამავალ მდინარე ლოდორულაში დაახრჩო. ამ დანაშაულის ჩადენის შემდეგ მკვლელი მიიმალა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები  და ფრიდონ ტალახაძე  მასზედ შერაცხულ განზრახ მკვლელობის ბრალში დამნაშავედ ცნო. სასამართლოს განაჩენით მას 14 წლით პატიმრობა მიესაჯა. 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია