Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქურდობაში ბრალდებული გაამართლა

17-02-2012
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ  ქურდობაში ბრალდებული გაამართლა

2012 წლის 17 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქურდობაში ბრალდებული დათა მარღანიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.  ბრალდების მხარე  მას  ლ. ბ-ს კუთვნილი მობილური  ტელეფონის ქურდობაში ედავებოდა. სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით დათა მარღანიამ დაზარალებულად ცნობილი პირი წყალტუბოს რაიონის ტერიტორიაზე გაიცნო და იქვე მათ შორის კონფლიქტი წარმოიშვა. ბრალდებულმა ლ.ბ. კონფლიქტის ადგილზე მიატოვა, მისი მობილური ტელეფონი კი დათა მარღანიას მანქანაში დარჩა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შეისწავლა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები და დაადგინა, რომ ბრალდებულს დანაშაული არ ჩაუდენია. მარღანიამ გამოძიებას ნებაყოფლობით წარუდგინა ლ.ბ-ს მობილური ტელეფონი. მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია სხვისი ნივთის ფარულ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებას, რის გამოც სასამართლომ დათა მარღანია  მისდამი შერაცხულ ბრალში უდანაშაულოდ  ცნო.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია