Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული დავა მოქალაქის სასარგებლოდ გადაწყვიტა

22-02-2012
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ  ადმინისტრაციული დავა მოქალაქის სასარგებლოდ გადაწყვიტა

ქუთაისის  საქალაქო  სასამართლოს 2012 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. ხელშეკრულების პირობების დარღვევის მოტივით, მოსარჩელე სასამართლოსაგან  აკაკი სანიკიძის მიმართ ფინანსური პასუხისმგებლობის სახით 31 387 ლარის  დაკისრებას ითხოვდა.  მოსამართლის გადაწყვეტილებით, მოპასუხეს გადასახდელად დაეკისრა მხოლოდ სანივთე დავალიანების ღირებულება 195 აშშ დოლარის ოდენობით. დავის განხილვის პროცესში სასამართლომ დაადგინა, რომ  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის სარჩელი სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, მოპასუხის შეგებებული სარჩელის საფუძველზე, სასამართლოს 2010 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს  თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 16 აპრილის №1140 ბრძანება კონტრაქტის პირობების დარღვევის მოტივით აკაკი სანიკიძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ამ მიმართებით ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელდა. საქართველოს  თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის  №3742  ბრძანებით მოპასუხე აკაკი სანიკიძესთან  შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია მხარეთა შეთანხმება. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნაზე პირისათვის ფინანსური პასუხისმგებლობის სახით 31 387 ლარის დაკისრების შესახებ დაადგინა, რომ  მოპასუხე აკაკი სანიკიძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ხელშეკრულების არაჯეროვან და არაკეთილსინდისიერ შესრულებას. შესაბამისად, მოპასუხისათვის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.       ქუთაისის  საქალაქო  სასამართლოს 2012 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. ხელშეკრულების პირობების დარღვევის მოტივით, მოსარჩელე სასამართლოსაგან  აკაკი სანიკიძის მიმართ ფინანსური პასუხისმგებლობის სახით 31 387 ლარის  დაკისრებას ითხოვდა.  მოსამართლის გადაწყვეტილებით, მოპასუხეს გადასახდელად დაეკისრა მხოლოდ სანივთე დავალიანების ღირებულება 195 აშშ დოლარის ოდენობით. დავის განხილვის პროცესში სასამართლომ დაადგინა, რომ  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის სარჩელი სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, მოპასუხის შეგებებული სარჩელის საფუძველზე, სასამართლოს 2010 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს  თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 16 აპრილის №1140 ბრძანება კონტრაქტის პირობების დარღვევის მოტივით აკაკი სანიკიძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ამ მიმართებით ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელდა. საქართველოს  თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის  №3742  ბრძანებით მოპასუხე აკაკი სანიკიძესთან  შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია მხარეთა შეთანხმება. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნაზე პირისათვის ფინანსური პასუხისმგებლობის სახით 31 387 ლარის დაკისრების შესახებ დაადგინა, რომ  მოპასუხე აკაკი სანიკიძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ხელშეკრულების არაჯეროვან და არაკეთილსინდისიერ შესრულებას. შესაბამისად, მოპასუხისათვის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.       ქუთაისის  საქალაქო  სასამართლოს 2012 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. ხელშეკრულების პირობების დარღვევის მოტივით, მოსარჩელე სასამართლოსაგან  აკაკი სანიკიძის მიმართ ფინანსური პასუხისმგებლობის სახით 31 387 ლარის  დაკისრებას ითხოვდა.  მოსამართლის გადაწყვეტილებით, მოპასუხეს გადასახდელად დაეკისრა მხოლოდ სანივთე დავალიანების ღირებულება 195 აშშ დოლარის ოდენობით. დავის განხილვის პროცესში სასამართლომ დაადგინა, რომ  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის სარჩელი სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, მოპასუხის შეგებებული სარჩელის საფუძველზე, სასამართლოს 2010 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს  თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 16 აპრილის №1140 ბრძანება კონტრაქტის პირობების დარღვევის მოტივით აკაკი სანიკიძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ამ მიმართებით ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელდა. საქართველოს  თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის  №3742  ბრძანებით მოპასუხე აკაკი სანიკიძესთან  შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია მხარეთა შეთანხმება. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნაზე პირისათვის ფინანსური პასუხისმგებლობის სახით 31 387 ლარის დაკისრების შესახებ დაადგინა, რომ  მოპასუხე აკაკი სანიკიძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ხელშეკრულების არაჯეროვან და არაკეთილსინდისიერ შესრულებას. შესაბამისად, მოპასუხისათვის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.       

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია