Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დააყენა

23-02-2012
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დააყენა

2012 წლის 23 თებერვლის განაჩენით,  ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დააყენა. დათუნა ხვედელიძეს ბრალი მცირეწლოვანი ბავშვისათვის გაუფრთხილებლობით მძიმე დაზიანების მიყენებაში დაედო.  შემთხვევა წყალტუბოს რაიონის სოფელ ტყაჩირში მოხდა.  2005 წელს დაბადებულმა  თენგიზ ჩხობაძემ მეზობლის ეზოში თამაშისას თავის არეში მძიმე დაზიანება მიიღო. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა საკუთარი სახლისთვის შეიძინა რკინის ორფრთიანი კარები  ჩარჩოთი, რომელიც თავისივე აივნის ბოძზე მიაყუდა. სწორედ ამ რკინის კარის დაცემის შედეგად მიიღო მცირეწლოვანმა თენგიზ ჩხობაძემ ჯანმრთელობის დაზიანება. ბავშვი უგონო მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლო გაეცნო მოწმეთა ჩვენებებსა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს. სასამართლო განხილვის დროს არ დადასტურდა დათუნა ხვედელიძის მხრიდან თენგიზ ჩხობაძისათვის გაუფრთხილებლობით მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი. შესაბამისად,ბრალდებულს წაყენებული ბრალი მოეხსნა და იგი გამართლდა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია