Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქურდობაში ბრალდებულის მიმართ მორიგი გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

29-02-2012
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ  ქურდობაში ბრალდებულის მიმართ მორიგი გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

2012 წლის 29 თებერვალს  ქუთაისის საქალაქო სასამართლომ  ქურდობაში კიდევ ერთი ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დააყენა. სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე საბითუმო ბაზრის ტერიტორიაზე, ა.ს-ს კუთვნილი მაღაზიიდან ტომრით შაქარი დაიკარგა. საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ამოღებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერებით, შაქარი ბრალდებულებმა ზაზა ქუცურუამ და გიგა ჯიქიამ თვითნებურად აიღეს. როგორც სასამართლო გამოძიების მასალებით გაირკვა,  ბრალდებულები სასურსათო პროდუქტის დისტრიბუციას ეწევიან. ამ მიზნით ჩხოროწყუდან ქუთაისში ფორდ-ტრანზიტის მოდელის მიკროავტობუსით ჩავიდნენ, ა.ს.-ს კუთვნილი საბითუმო სასურსათო მაღაზიიდან სხვადასხვა დასახელების პროდუქტი იყიდეს და მხოლოდ ერთი ტომარა შაქრის ღირებულება არ გადაუხდიათ.  ზაზა ქუცურუამ და გიგა ჯიქიამ წარდგენილ ბრალში თავი დამნაშავედ არ სცნეს. ბრალდებულების განმარტებით, გაუგებრობა მოხდა. კერძოდ,  მათ მაღაზიაში შესვლისას გამყიდველს ჰკითხეს შაქრის ფასი.  შემდეგ შეიძინეს სხვადასხვა დასახელების პროდუქტი, მასთან ერთად შაქარიც ავტომანქანაში მოათავსეს  და წავიდნენ. სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და დადგენილად მიიჩნია, რომ ბრალდებულებს ქურდობის პირდაპირი განზრახვა არ ჰქონიათ. მათ  მხედველობიდან გამორჩათ შეძენილი შაქრის საფასურის  გადახდა. შესაბამისად, ზაზა ქუცურუასა და გიგა ჯიქიას მიერ სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების ფაქტი არ დადასტურდა. მათვე მაღაზიის მფლობელს მიყენებული ზიანი შემთხვევიდან მეორე დღესვე აუნაზღაურეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ თავისი განაჩენით ქუცურუასა და ჯიქიას წაყენებული ბრალი მოუხსნა და გაამართლა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია