Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამი ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

07-03-2012
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამი ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

2012 წლის 7 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოაცხადა ნიკოლოზ  და მურად  ჯუმალისა და რუსლან მუსტაფას მიმართ. მათ ბრალი ი.ხ-ს კუთვნილი, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ლითონის ნაკეთობების შეძენა-გასაღებაში ედებოდათ. საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა ჩაიდინეს წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენა და გასაღება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. დანაშაულებრივი ფაქტი 2012 წლის 16 იანვრითაა დათარიღებული. ბრალდებულებმა ლითონის ნაკეთობები მათთვის უცნობი ბავშვისგან - დ.თ.-სგან შეიძინეს. საქმის მასალების მიხედვით, მათ იცოდნენ, რომ ეს ნივთები დ.თ.-ს მიერ ფარულად იყო დაუფლებული. ამის მიუხედავად შეიძინეს და იმავე დღეს ჯართის მიმღებ პუნქტში ჩააბარეს.  სასამართლო გამოძიებისას არასრულწლოვანმა დ.თ.-მ დაადასტურა, რომ მან ბრალდებულებს მოტყუებით მიჰყიდა სხვისი კუთვნილი ლითონის ნაკეთობები. აღებული ფული კი ამ შემთხვევის შემსწრე თანატოლებთან -  გ.ხ.-სა და დ.თ.-სთან ერთად დახარჯა. სასამართლო გაეცნო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და დადასტურებულად ცნო, რომ  ჯართის შემძენებმა არ იცოდნენ ნივთის რეალური წარმომავლობის შესახებ.  მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ და შესაბამისად, სასამართლომ ბრალდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენი დააყენა. რაც შეეხება არასრულწლოვნების დანაშაულს, ისინი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველნი არიან. შესაბამისად, მათ მიმართ სს საქმე არ აღიძრება.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია