ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქართულ-ამერიკული სკოლა "პროგრესი"_ს მოსწავლეებს უმასპინძლა. შეხვედრისას საუბარი შეეხებოდა საქართველოს საერთო სასამართლოებში სისხლის სამართლის კატეგორიის საქმეების განხილვის პროცედურებს. ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს და ამ კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკას. მოსწავლეები დაინტერესდნენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ინფორმაციებით, რაზედაც მიიღეს შესაბამისი განმარტებები.
შეხვედრის მიმდინარეობისას მოსწავლეები გაეცვნენ კომპიუტერულ თამაშს "სასამართლო" დასასრულს კი მათ დაურიგდათ ბროშურა "ბავშვი და სამართალი".
ქუთაისის საქალაქო სასამართლო მომავალშიც გეგმავს მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრების გამართვას. |