Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული გაამართლა

30-04-2012
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული გაამართლა

2012 წლის 30 აპრილს  ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ხულიგნობაში ბრალდებული შალვა მიქაძე გაამართლა.  სს საქმის მასალების მიხედვით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი  წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვილიშორში, რესტორან"სტალაქტიდაში" 2012 წლის თებერვალში  მოხდა.  სიტყვიერ შეურაცხყოფას ახალგაზრდებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა, რის დროსაც მიქაძე რესტორნის ერთ-ერთ მაგიდას დაეჯახა და იქ არსებული ჭურჭელი დაამსხვრია. საქმეში არსებული ჩვენების მიხედვით, რესტორან "სტალაქტიდის" წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მიქაძემ თავის მიერ დაზიანებული ჭურჭლის ღირებულება - 125 ლარი აანაზღაურა. სასამართლომ შეისწავლა სს საქმე და დაადგინა, რომ ბრალდებულის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა არ იყო იმ ხარისხის, რაც შესაძლოა გასცდეს წვრილმან ხულიგნობას.  ამ ხარისხის დანაშაული კი არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და მიეკუთვნება  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კატეგორიას. შესაბამისად, სასამართლომ შალვა მიქაძეს წაყენებული ბრალდება  მოუხსნა

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია