Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

"ქართული ოცნების" აქტივისტებს მიხეილ მესხს, მიხეილ ამაშუკელს და გაგა ამბროლაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

08-06-2012

2012 წლის 8 ივნისს  ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ამომრჩევლის მოსყიდვაში ბრალდებულ "ქართული ოცნების" აქტივისტებს მიხეილ მესხს, მიხეილ ამაშუკელს და გაგა ამბროლაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების მასალების მიხედვით "ქართული ოცნების" აქტივისტებს ბრალი ედებათ, რომ 2012 წლის 05 ივნისს, მოსახლეობასთან გამართული შეხვედრებისას, ქართული ოცნების პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ მოქალაქეებს ბუკლეტების შევსების და მათში ქონებრივი ხასიათის სურვილების დაფიქსირების გზით დაპირდნენ 1000 ლარის ფარგლებში ფულის, ან სხვა ქონების გადაცემას. სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამგომლობა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ და საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით მათ პატიმრობა შეუფარდა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია